quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ლევან ლორთქიფანიძე და ნოდარ შარაბიძე დაკავებიდან გაათავისუფლა და გირაო შეუფარდა

16-03-2013

 

2013 წლის 15 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის  - ლევან ლორთქიფანიძის და მისი მოადგილის ნოდარ შარაბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ ბრალდებულები დაკავებიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 10000 ათასი ლარის ოდენობით  გირაო შეუფარდა.

ბრალდებულების დაკავებიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ბრალდებულთა დაკავებისას არსებითად იქნა დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ, მათი დაკავება განხორციელდა სასამართლო განჩინების გარეშე, მაშინ როდესაც სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა. სამართალდამცავებმა ლევან ლორთქიფანიძე და ნოდარ შარაბიძე დააკავეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მათ სამუშაო ადგილზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, რის გამოც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან მიმალვისა და საგამოძიებო ორგანოებში გამოუცხადებლობის საფრთხე.

სასამართლომ, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა. სასამართლომხედველობაში მიიღო ბრალდებულთა პირადი მახასიათებლები, კერძოდ, ისინი წარსულში არ არიან ნასამართლევნი, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არიან დაოჯახებულები. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ნოდარ შარაბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება ლევან ლორთქიფანიძისა და ნოდარ შარაბიძის მიმართ სრულად უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 1 მაისს, 11 საათზე.

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია