quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

16-03-2013

2013 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების- ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილის, ერასტი საბანაძისა და დავით ეჯიბიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და სამ მათგანს შეუფარდა გირაო საპატიმრო უზურნველყოფით 7000 ლარის ოდენობით, ხოლო დ. ეჯიბიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

ბექარ ხოფერიას, დავით ეჯიბიას, გიგა იობაშვილსა და ერასტი საბანაძეს ბრალად ედებათ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის,   საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,  ჩადენილი ძალადობით ჯგუფის მიერ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად: 2013 წლის 14 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულებმა, ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით პოლიციის ორ თანამშრომელს მათ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სასამართლობრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მათ ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ასევე არსებობს მათი მხრიდან მიმალვისა და საქმეზე შემხებლობის მქონე პირებზე ზემოქმედების  საფრთხე, ასევე საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დასადგენია დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირები, გარდა ამისა ბრალდებული დავით ეჯიბია არის წარსულში  ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ, დავით ეჯიბიას შეუფარდა პატიმრობა ხოლო ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილს და ერასტი საბანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა  გირაო 7000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2013 წლის 7 მაისს 12 საათზე. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია