quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფინანსური დანაშაულისათვის ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

21-03-2013

2013 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე  ბრალდებულების - ილია ცინცაძის მიმართ -20 000 ლარის, დავით კერესელიძისა და მალხაზ მოდებაძის - 70 000 - 70 000 ლარის, ასლან ჯინჭარაძის - 30 000 ლარის, ნუგზარ მამუჭაძის, გოჩა ცხენოსანიძის და ვასილ ჩიგოგიძის მიმართ - 130 000- 130 000 ლარის, გრიგოლ მორჩილაძის და ილია ანთაძის მიმართ- 90 000 - 90 000 ლარის, დევი ოვაშვილის, ცეზარ ჩოჩელის და ნიკა ყუბანეიშვილის მიმართ- 650 000 - 650 000  ლარის, ნუგზარ საჯაიას -250 000 ლარის, ლაურა ღაჭავასა და დავით კოდუას მიმართ - 1 600 000 -1 600 000 ლარის, ლევან საყვარელიძის - 100 000 ლარის, ხოლო გივი თევზაძის, თამაზ კაპანაძის და გოჩა კურტანიძის  600 000 -60 000 ლარის ოდენობით.

მათ ბრალად ედებათ საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.  გარდა ილია ცინცაძისა, ასევე მათ ბრალად ედებათ  ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადება და გამოყენება.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა და ც. ჩოჩელს,  გ. თევზაძეს, თ. კაპანაძეს, დ.ოვაშვილს, გ. კურტანიძესა და ნ. ყუბანეიშვილს 300 000- 300 000 ლარის გირაო შეუფარდა, ლ. ღაჭავასა და დ.კოდუას 600 000 – 600 000 ლარი, ნ. საჯაიას - 125 000 ლარი, ვ. ჩიგოგიძეს,  ნ. მამუჭაძეს და გ. ცხენოსანიძეს 65 000 -65 000 ლარი, დ. კერესელიძეს და მ. მოდებაძეს 35 000- 35 000 ლარი, ი. ანთაძეს და გ. მორჩილაძეს 45 000 – 45 000 ლარი, ლ. საყვარელიძეს - 50 000 ლარი, ა. ჯინჭარაძეს - 15 000 ლარი ხოლო ი. ცინცაძეს 10 000 ლარი. ბრალდებულებს გირაოს თანხის გადასახდელად განესაზღვრათ 30 დღიანი ვადა.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: ბრალდებულთა  პიროვნებები, მათი წარსული საქმიანობა,  ასაკი, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ, ბრალდებულებს გააჩნიათ შესაბამისი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობანი, მათ შორის უძრავი ქონება და საწარმოები მყარი შემოსავლითა და სოლიდური ღირებულების უძრავი ქონებით, ამასთან, საწარმოები, რომელთაც გააჩნდათ ვალდებულება ბანკის მიმართ, ამჟამადაც, გარდა ერთისა, ირიცხებიან ისევ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილე ცალკეული ბრალდებულების ან მათთან ქონებრივად დაკავშირებული პირების (ორგანიზაციების) სახელზე.  ასევე, მიყენებული ქონებრივი ზიანი, ქმედების ხასიათი და მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლის და სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მათ წარდგენილი აქვთ ბრალდება ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით დიდი ოდენობის ქონების გადამალვისათვის ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ილია ცინცაძის გარდა, ბრალდებულებს შესაბამისი ვალდებულებანი შესრულებული არ აქვთ.   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გირაოს ოდენობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულთა ქონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით განსაზღვრა და მიიჩნია რომ ის სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულთა ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 2 მაისს 12 საათზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია