quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დაკმაყოფილდა გიორგი ბარათაშვილის სარჩელი სსიპ ’’საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ მიმართ

15-04-2013

2013 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილის სარჩელი მოპასუხე სსიპ ’’საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და  იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში განმარტა, რომ სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მიიღო, კერძოდ საბჭოს არ ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად მეურვეთა საკმარისი ხმების რაოდენობა. 

მოპასუხე სსიპ ’’საზოგადოებრივი მაუწყებელი’’ არ დაეთანხმა სარჩელში წარმოდგენილ მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.  მოპასუხის განცხადებით სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით.

სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დაირღვა ’’მაუწყებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილი აღდგენილ იქნა ’’საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გენერალური  დირექტორის თანამდებობაზე, გათავისუფლებამდე არსებული პირობებით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა   იძულებითი განაცდურის,  ყოველთვიურად 5500 ლარის ოდენობით ანაზღაურება, დღიდან გათავისუფლებისა ( 2013 წლის 4 მარტიდან) სასამართლოს გადაწყვტილების აღსრულებამდე. 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სოციალურ დავებზე აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უკან დაუბრუნდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვტეილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია