quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეთა ვიზიტი

17-04-2013

16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრა საქართველოში ვიზიტად მყოფი დრეზდენის უმაღლესი სამხარესასამართლომოსამართლეთა დელეგაცია.

 

ვიზიტი იმართება თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და დრეზდენის უმაღლეს სამხარესასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. სასამართლოებს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის მაისში ბატონი ვალერი ცერცვაძისა და ბატონი ულრიხ ჰაგენლოხის ერთობლივი ძალისხმევითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული შეხვედრა შეეხო რელაციის ტექნიკისა და მხარეთა მორიგების თემებს. ქართველმა და გერმანელმა მოსამართლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს სამართლიანი სასამართლო განხილვის, შეჯიბრებითობის პრინციპის, გადაწყვეტილების მოსალოდნელობის, მხარეებისათვის თანაბარი პირობების შექმნის, მოსამართლის როლის, მხარეებთან კომუნიკაციის, მორიგების დამტკიცების, აღსრულების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

 

გერმანელი სტუმრების ვიზიტის გაგრძელდება 20 აპრილამდე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კოალიციასთან დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის, ორგანიზაციასთან „ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, ასევე სტუმრობა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და თბილისის იუსტიციის სახლში.

 

მხარეები მოწოდებულნი არიან გააღრმაონ დაწყებული თანამშრომლობა, რამდენადაც საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსამართლეთა შორის სამართლებრივი დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის და კარგ შესაძლებლობას იძლევა ქართული და გერმანული მართლმსაჯულების სრულყოფისათვის.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია