quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია

02-07-2012

2012 წლის 27 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ არის დაფინანსებული და იგი გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC) ჩაატარა.  

 

პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ტანია ვან დეიკი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე დაესწრნენ.  კვლევა ჩატარდა 2012 წლის მაისში, კვლევის არეალს წარმოადგენდა 6 ქალაქი (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი).  კვლევის ამოცანა გახლდათ სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების საერთო დონის განსაზღვრა სასამართლოს მიერ მათთვის გაწეული მომსახურების მიმართ, ასევე მომხმარებელთა ნდობის ხარისხის განსაზღვრა სასამართლო სისტემის მიმართ.   სულ გამოიკითხა 2011 რესპონდენტი, რომელთა ძირითად ნაწილს შეადგენდა: მოსარჩელე, მოპასუხე და მხარის ოჯახის წევრი, ასევე საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებელი პირი.   კვლევა ჩატარდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძირითადი კითხვები შეფასებითი ხასიათის იყო, რომლის მეშვეობითაც რესპონდენტი 5 ქულიან სკალაზე აფასებდა სასამართლოს ფუნქციონირების ამა თუ იმ ასპექტს.   კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს მომსახურე პერსონალი მაღალი ქულებით შეფასდა. 5 ქულიანი შეფასების მიხედვით, საშუალო 4,6 ქულით პერსონალის თავაზიანობა, კეთილგანწყობა, გასაგები ტერმინოლოგიით საუბარი, კომპეტენტურობა, მომსახურების დროულობა და ოპერატიულობა შეფასდა.  მოსამართლეების მიუკერძოებლობა 4,2 ქულით, კომპეტენცია კი 4,3 ქულით შეფასდა. სასამართლოს მომხმარებლებმა 4,6 ქულა მიანიჭეს მოსამართლეების დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ, მათი შეფასებით მოსამართლეები პატივისცემით და თავაზიანად ეპყრობიან მოქალაქეებს.   რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, 85 პროცენტი ენდობა სასამართლოს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია