quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართა

30-04-2013

2013 წლის 30 აპრილს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართა. 

 

შეხვედრის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გააცნო სხდომაზე განხილული საკითხები. ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა საჯარო გახლდათ და მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„პირველ სამუშაო შეხვედრაზე ავირჩიეთ მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნო, რომელმაც უნდა გასწიოს მოსამზადებელი სამუშაოები კონფერენციის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ამავე შეხვედრაზე ვისმჯელეთ იმ ორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე იქნება გადასაწყვეტი. პირველ რიგში, ეს არის ცვლილებების შეტანა მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში, რადგან ამას ითვალისწინებს ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში , რომელიც მართალია ჯერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ მისი ამოქმედებისთანავე უნდა შეიცვალოს კონფერენციის რეგლამენტი. ჩვენი სურვილია მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული ყველა საკითხი და ამიტომაც ადმინისტრაციული კომიტეტი დღეიდან იწყებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით,“ განაცხადა ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 

 

კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიასთან ასევე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის მთავარ პრინციპზე. „მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ. მოსამართლეებს არავის შეგულიანება არ სჭირდებათ, რომ არჩევნები ჩაატარონ, განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრის. არჩევანი უნდა გააკეთონ თავად მოსამართლეებმა, ყოველგვარი გარეგანი ჩარევისა და მითითების გარეშე. მნიშვნელოვანია ასევე,რომ ამ საკითხებში მოსამართლეები ერთსულოვნები არიან.“

 

დასასრულს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოუწოდა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, დააკვირდნენ პროცესს, რათა არ მოხდეს გარედან გარკვეული ინიციატივების შეტანა და მოსამართლეებს მიეცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია