quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

04-05-2013

2013 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნაწილობრივ დაკმაყოფილა  ბრალდების მხარის  შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე  ბრალდებულების - ვაჟა ნახუცრიშვილის, მამუკა ივანიაძის, ომარ თედორაძის, ბესიკ თეთვაძის, ოთარ ქარჩავას, ზაზა მახარობლიძის, გივი ქაიხოსროშვილისა და თეო ურუშაძის მიმართ. სასამართლომ 7 ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა, გარდა   ბრალდებულ თეო ურუშაძისა, მის მიმართ გამოყენებულ იქნა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება- გირაო 5000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისთანავე იგი გათავისუფლდება პატიმრობიდან.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა  მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. სასამართლომ მიიჩნია რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არსებობს ბრალდებულთა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის  საფრთხე. ასევე, ბრალდებულები არიან დაახლოებული პირები და მათ ერთმანეთთან კავშირი აქვთ სამსახურს გარეთაც, ამავდროულად რჩებიან დაკავებულ თანამდებობაზე და კვლავ ექნებათ შეხება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებთან, რაც ქმნის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულები გააგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას. რაც შეეხება ბრალდებულ თეო ურუშაძეს,  სასამართლომ მიიჩნია რომ მის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების მიზნებს  უზრუნველყოფს პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება- გიარო.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას, პროცესზე დამსწრე  მოქალაქე დავით ლორთქიფანიძემ დაარღვია წესრიგი, კერძოდ, იგი არ დაემორჩილა მოსამართლის მითითებას და მიუხედავად გაფრთხილებისა, განაგრძო წესრიგის დარღვევა, რის გამოც დავით ლორთქიფანიძე დაჯარიმდა 100 ლარით და გაძევებულ იქნა პროცესიდან. აღნიშნულ პირს მანდატურებმა დაატოვებინეს სასამართლო დარბაზი. დარბაზიდან გამოსვლის პროცესში, მოქალაქე ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას მანდატურების მისამართით და აპელირებდა რომ მას იცავდა იმუნიტეტი და  გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და სასამართლო პროცესზე, მიუხედავად პირის თანამდებობრივი მდგომარეობისა, ვალდებულია დაემორჩილოს მოსამართლის მითითებებს და დაიცვას წესრიგი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით პირის გაძევება სასამართლო დარბაზიდან ან დაჯარიმება, არ გულისხმობს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ან იძულების რომელიმე ღონისძიების გამოყენებას, რა დროსაც მას იცავს საპარლამენტო იმუნიტეტი; სასამართლოს შენობაში და სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის ვალდებულება განსაზღვრულია  საქართველოს სსსკ-ის შესაბამისი ნორმებით.

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია