quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ბრალდებულ გელა ხვედელიძეს გირაო შეუფარდა

15-05-2013

2013 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შაუმდგომლობა საქართველოს შსს მინისტრის პირველი მოადგილის, ბრალდებულ გელა ხვედელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ გელა ხვედელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით, გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისთანავე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან.

 გელა ხვედელიძეს ბრალად ედება პირადი საიდუმლოს ხელყოფა, ანუ პირადი საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა (დანაშაული გავთალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის მე-3 ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტით).

წარდგენილი ბრალდების თანახმად,  ბრალდებულმა, პირადი ანგარიშწორების მიზნით, 2013 წლის 29 აპრილს, ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გაავრცელა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, კერძოდ პირთა სექსუალური ურთიერთობის ამსახველი კადრები, რითაც  შეილახა ამ მოქალაქეთა პირადი ღირსება.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება  ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც  მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები - კერძოდ, ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში, ის, რომ ბრალდებული არ  გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას  და არ მოახდენს მტკიცებულებათა განადგურებას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2013 წლის 2 ივლისს, 14:00 საათზე.

 

წყარო: თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახური

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია