quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა

21-05-2013

2013 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ბრალდებულების - ირაკლი თოდუას, ბადრი წილოსანის, ვლადიმერ აბულაძის, დავით ჯინჯოლიას, მამუკა დოლიძის, გიორგი ჟღენტისა და აბელ გიორგობიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე და სასამართლომ ბრალდებულები აღვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, შესაბამისად ისინი გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან; ხოლო, ბრალდებულ  ირაკლი ეზუგბაიას შეეფარდა პატიმრობა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული არათუ პატიმრობის, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები და დაკავებისას არსებითად დაირღვა  სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები, კერძოდ ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ სასამართლოს განჩინების გარეშე, მაშინ როდესაც არ არსებობდა ბრალდებულთა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, აღნიშნული კი საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის (პირველი ნაწილის ’’ე’’ ქვეპუნქტის)  თანახმად, წარმოადგენს დაკავებულთა გათავისუფლების საფუძველს. ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების თანახმად, ბრალდებულები დაკავებამდე ყველა გამოძახებისთანავე ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში და მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, მათ მიმართ არ გამოყენებულა საგამოძიებო ორგანოში იძულებითი წარმოდგენის ღონისძიება, შესაბამისად,  არ არსებობდა ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე, რაც საფუძვლად დაედო მოსამართლის განჩინების გარეშე მათ დაკავებას. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ  არ არის დასაბუთებული, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულთა სათანადო ქცევა, მათი საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. ასევე  მხედველობაში მიღებულ იქნა ბრალდებულთა პიროვნებები, მათი წარსული საქმიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევნი. შესაბამისად, ბრალდებულთა მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე. რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ეზუგბაიას მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 9 ივლისს 12 საათზე. 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია