quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

22-05-2013

2013 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა ქ.თბილსის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებიდან შემოსული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე.  

სასამართლომ  სამართალდამრღვევებად სცნო ზურაბ ჩხეიძე, გიგა კუჭუხიძე, ბექა ფირანიშვილი და ამირან მანთაშაშვილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა)  გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა">ჯარიმა, თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით. ღია სასამართლო სხდომაზე, დაკავებულებმა, გარდა ზურაბ ჩხეიძისა, აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. ასევე, აღნიშნეს რომ 17 მაისის აქციაზე თავად დაზარალდნენ, კერძოდ ყველა მათგანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.  

ზურაბ ჩხეიძის, გიგა კუჭუხიძისა და ბექა ფირანიშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების  წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დადასტურდა. რის გამოც სასამართლომ შესაბამისი მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. ასევე, ამ პირთა მიმართ სამართალდარღვევის ოქმი არ იყო შედგენილი სრულყოფილად რის გამოც  დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სასამართლო მიმართავს სასამართლოში ოქმის წარმომდგენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს წამომადგენლებს და ავალებს მათ, წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის  განმავლობაში აღნიშნული დარღვევების მიმართ  გატარებულ შესაბამის ღონისძიებათა შესახებ აცნობონ სასამართლოს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია