quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა

29-05-2013

2013 წლის 28 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თამაზ თამაზაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავების და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ  დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს - ზაზა ჭაიას, გოჩა ბაღათრიშვილს, გოჩა ჩიტაიას, გრიგოლ კვინიკაძეს, გივი კრავჩენკოს და ვლადიმერ გამრეკელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა  შეუფარდა.

 

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარდგენილი მუხლები სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.  საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებანი,  სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბრალდებულებს ძალოვან უწყებაში ეკავათ მნიშვნელოვანი თანამდებობები და არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ხელს შეუშლიან საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების მიზნით ზემოქმედებას მოახდენენ პროცესის მონაწილეებზე და გააგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ წარდგენილი ბრალდების თანახმად,  ბრალდებულ ზაზა ჭაიას მიერ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და არარსებულ მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნა  განხორციელებულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ.  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისათვის საჭირო ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2013 წლის 15 ივლისს 11 საათი.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია