quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ვლადიმერ ვარძელაშვილისა და სხვათა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

30-05-2013

2013 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დევი სირაძის  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე - ვლადიმერ ვარძელაშვილის, ვახტანგ ბიჭაშვილისა და ზვიად ქავთარაძის მიმართ. 

ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის, ხოლო ზვიად ქავთარაძეს - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის.

საქმის მასალების თანახმად,  2013 წლის 21 თებერვალს, თბილისში, გვიან ღამით ზვიად ქავთარაძემ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული ”ტტ” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა  ამავე ბინაში სტუმრად მყოფ დევი სირაძეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. 

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებმა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებებისა მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებებით, ბიოლოგიური, ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ ვახტანგ ბიჭაშვილის მიმართ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვ.ბიჭაშვიოლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით , რაც ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი  ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა">ჯარიმა-6000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულებს  ვლადიმერ ვარძელაშვილისა და ზვიად ქავთარაძის  მიმართ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, კერძოდ ვლადიმერ ვარძელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითის სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა">ჯარიმა- 3000 ლარის ოდენობით. ხოლო ზვიად ქავთარაძეს შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად  3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა">ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

აღნიშული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია