quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

წვრილმანი ხულიგნობა

06-06-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევებად ცნობილ იქნენ- ფარნაოზ ჭკადუა და დავით  გოგოხია. სასამართლომ დავით გოგოხიას და ფარნაოზ ჭკადუას ადმინისტრაციული სახდელის სახით  100-100 ლარის გადახდა დააკისრა. 

სასამართლომ განიხილა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული (წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს)  ქმედების ჩადენის ფაქტზე. 

ფარნაოზ ჭკადუამ  ღია სასამართლო სხდომაზე განაცხადა , რომ მისი მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო ამ უკანასკნელისაგან განსხავებით დავით გოგოხიამ ზედმიწევნით აღწერა 2013 წლის 5 ივნისს თბილისში, პროფ-კავშირების სახლთან მიმდინარე აქცია და აღიარა რომ, პოლიციელთა მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, კერძოდ, შეეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება- ბილწსიტყვაობა, მისი მხრიდან იყო უგულვებელყოფილი.

სასამართლოსაქმეში წარმოდგენილი მასალების  განხილვისა და შეფასების, მოწმის ჩვენებისა და  მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია დავით გოგოხიასა და ფარნაოზ ჭკადუას მხრიდან  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი.

სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია