quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ბრალდებულ დავით ხიზანიშვილის მიმართ განაჩენი დაადგინა

13-06-2013

2013 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ დავით ხიზანიშვილის მიმართ, კანონიერი ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე პირადი მოხმარების ფაქტებზე. 

საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის აგვისტოს თვეში, დავით ხიზანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. აღნიშნულის შემდეგ მან დაიმკვიდრა კრიმინალური ავტორიტეტი, გარკვეულ პირთა წრეში მოიპოვა გავლენა, მათზე დაამყარა კონტროლი და ქურდული სამყაროს წესებით არჩევდა საქმეებს.

ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას დ. ხიზანიშვილმა თავი დამნაშავედ სცნო მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, დ. ხიზანიშვილი კანონიერი ქურდობის ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა  პირის  დამნაშავედ  ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ   მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირის  ბრალეულობას  შერაცხულ  დანაშაულში, ხოლო, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე პირადი მოხმარების ფაქტებზე სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. დ. ხიზანიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეთა ჩვენებებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნით, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით. მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდა ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი და საბოლოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოტანიდან 30 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია