quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა

14-06-2013

2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან საბავშვო ბაღების გადახურვისა და გათბობით უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე საცხოვრებელი სახლების გადახურვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე, ბრალდებულების თენგიზ ივანელაშვილის, დავით ხატიაშვილის, ბესიკ მარტიაშვილის, თეიმურაზ ჯინჯიხაძის, გიორგი ლოლაძის, რევაზ ბაჩოშვილის, ზაზა მაისურაძისა და გიორგი ადუაშვილის მიმართ. 

სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ბრალდებულ თეიმურაზ ჯინჯიხაძის, რევაზ ბაჩოშვილის, ზაზა მაისურაძისა და გიორგი ადუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მათი მხრიდან საქმეზე შემხებლობის მქონე პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხე, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯინჯიხაძე ამ დროისათვის რჩება დაკავებულ თანამდებობაზე, რაც წარმოადგენს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფუძველს.  ხოლო ბრალდებულებს ბესიკ მარტიაშვილს, დავით ხატიაშვილს, თენგიზ ივანელაშვილსა და გიორგი ლოლაძეს შეეფარდათ გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლომ მიიჩნია რომ, ამ უკანასკნელთა მიმართ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების-პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულთა პიროვნებები, მათი წარსული, წარდგენილი დანაშაულის სიმძიმე და დავით ხატიაშვილს გირაოს თანხად განესაზღვრა 5 000 ლარი, ბესიკ მარტიაშვილს - 8 000,  გიორგი ლოლაძეს - 10 000, ხოლო თენგიზ ივანელაშვილს 7 000 ლარი.  

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის   6 აგვისტოს 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია