quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი

15-06-2013

2013 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულების მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ,  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის და არა, როგორც მედიასაშუალებებში იქნა გავრცელებული - ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობისათვის.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტი-N TH 2340, ამავე კალიბრის 8 ცალი ვაზნა, 2253, 83 გრამი ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, 25 ცალი ელექტროდეტონატორი, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ქ. თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში.  2013 წლის 13 ივნისს,  შსს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა მიერ  ჩატარებული, ბრალდებულთა დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ზემოთხსენებული  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა მიკაილ კადიევის საწოლის მატრასის ქვევიდან, ხოლო ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა რივზან ომაროვის სხვა პირად ნივთებთან ერთად მისი კუთვნილი ჩანთიდან.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები   და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმა">ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 3 წლამდე ვადით, მიიჩნია რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად მათ გააჩნიათ კავშირები საზღვარგარეთ, არ აქვთ საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბრალდებულ მიკაილ კადიევის სახელზე გაცემული სავარაუდოდ ყალბი პასპორტი. ამდენად, არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ასევე  ამოღებულია დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, შესაბამისად დასადგენია მათი  ოდენობა, სახეობა და მათი წარმომავლობა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებანი საქმეზე საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 31ივლისს 11 საათზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია