quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ტარიელ ფოცხვერიას მიმართ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა

19-06-2013

2013 წლის 18 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, წარსულში ნასამართლევ, ბრალდებულ ტარიელ ფოცხვერიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ტარიელ ფოცხვერია, როგორც კანონიერი ქურდი, აღიარებს ქურდულ სამყაროს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროსადმი პატივისცემას,  ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, რითაც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს ფუნქციონირებას.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განხილულ იქნა შპს ”ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში”, სადაც ტარიელ ფოცხვერია მკურნალობას გადის 2013 წლის 10 ივნისიდან. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობის  გამოყენებით იქნება შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა და მტკიცებულებების განადგურება. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ ტარიელ ფოცხვერია წარსულში გასამართლებულია კანონიერი ქურდობის ბრალდებით და ამჟამადაც მას ბრალი ედება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ანალოგიური ქმედების განხორციელებაში, რის გამოც არსებობს საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მის მიმართ შემზღუდველი ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში იგი  გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო,  რომ ბრალდებული მისი გავლენის გათვალისწინებით, მიუხედავად მეტყველების შეზღუდვისა, მოახერხებს გაანადგუროს  საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე.  

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 7 აგვისტოს 12 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია