quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაუნიშნა

19-06-2013

2013 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებული ბადრი თადიაურის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ბადრი თადიაურს ბრალად დაედო პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება. ბ. თადიაური თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის შესაბამისად. მასვე,  განმეორებით 2013 წლის 19 დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. 

როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდებულმა  სრულად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, გარდა თადიაურის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე წარდგენილი ბრალდების ხასიათი და მას სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია