quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

01-07-2013

2013 წლის 28 ივნისის განაჩენით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოსასჯელი">განსასჯელი სოსო შამუგია უდანაშაულოდ ცნო. მას ბრალი ედებოდა ყაჩაღობაში ჯგუფურად, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია), ასევე მძევლად ხელში ჩაგდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ვ” და ”ი” ქვეპუნქტებით - (2000 წლის რედაქცია) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2000 წლის რედაქცია).

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განსასჯელმა - სოსო შამუგიამ თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

ბრალდების მხარის მიერ სოსო შამუგიას მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ ემყარებოდა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას, რომლებიც საკმარისი იქნება სოსო შამუგიას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის. 

ამდენად, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ბრალდებული - სოსო შამუგია უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, გაამართლა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია