quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სოციალური აქტივობები

01-07-2013

2013 წლის 28 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხელშეწყობით და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის "ელსა" - ქუთაისის ორგანიზებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. რაშიც მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც პროცესის მომზადებაში დახმარება გაუწიეს ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურომ. პროცესში მონაწილე სტუდენტებმა და დამსწრე პირებმა იმიტირებული სხდომები დადებითად შეაფასეს და ერთხმად აღნიშნეს რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ზრდას და ამაღლებას.

 

2013 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესში მონაწილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს დახმარება გაუწიეს ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურომ. დასასრულს ჟიურის მიერ გამოვლენილი იქნა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც სხვადასხვა საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. ასევე მადლობის წერილი გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტუდენტური თვითმმართველობისაგან, მსგავსი ტიპის პროექტების ხელშეწყობისათვის. 

 

2013 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოში განთავსებული ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზი. გაეცვნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის თავისებურებებს. დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედრის დასრულებისას კი მსგავსი ტიპის ღონისძიებების ხშირი გამართვის სურვილი გამოხატეს.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია