quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

04-07-2013

2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ   ხუთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით,  წარდგენილ  ბრალდებაში გამართლდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი  და ამავე სამმართველოს ოთხი  ყოფილი თანამშრომელი. 

 

საქმის მასალების მიხედვით, მამუკა ხვედელიანს ბრალად ედებოდა, რომ მან გიორგი ბლიაძესთან, ალექსანდრე ბლიაძესთან, სერგო სამსონიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა მოქალაქის დამცირება და იძულება, ასევე,  ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც მას ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ჯგუფურად, მასვე  ბრალი ედებოდა რამდენიმე პირის  თავისუფლების უკანონო აღკვეთაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირიკანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. 

 

საქმის არსებითი განხილვისას არცერთმა ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, არა თუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს. ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების  (პირის ამოცნობის) ოქმები, რომლებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება გამხდარიყო  ბრალდების ნაწილში შეუსაბამობაში მოდიოდა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეო ჩანაწერთან, რამაც მტკიცებულებები ეჭქვეშ დააყენა. 

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირიდამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს,  შესაბამისად, სასამართლომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია