quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ახალციხის სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტი შეაფასა

08-07-2013

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს სასამართლოს შენობას, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინები და სახის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო სასამართლოს თანამშრომელმა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მკაცრად შეაფასა აქციის მონაწილეთა ქმედება.

 

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით: მსგავსი აქციებით ვერავინ შეძლებს სასამართლოს დაშინებას. მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ ინსტანციაში. ყველა სხვა გზა, იქნება ეს აქციის გამართვა თუ პროტესტის გამოხატვა, შედეგს ვერ მოიტანს. შედეგი დადგება მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლოში მხარეები საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენენ. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა კი შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მიერ და მხოლოდ ზემდგომ ინსტანციაში.

 

გაუმართლებელი და აღმაშფოთებელია აქციის მონაწილეთა ქმედება. აღსანიშნავია პოლიციის უმოქმედობაც. მათ მხოლოდ მაშინ მიიღეს ზომები, როცა აქციის მონაწილეებმა ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და სასამართლოს თანამშრომელი დაშავდა. პროკურატურამაც დროულად უნდა გამოიძიოს საქმე და დაისაჯოს დამნაშავეები. 

 

ახალციხის სასამართლოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით, ასევე კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, მისი განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება აღშფოთებულია ახალციხის სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტით.

 

მსგავსი ქმედებით ვერავინ შეძლებს მოსამართლეთა კორპუსის დაშინებას. სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილებათა შეცვლის ერთადერთი კანონიერი გზა - მისი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება გახლავთ, განაცხადა დღეს ბრიფინგზე ლევან მურუსიძემ.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია