quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

09-07-2013

2013 წლის 8 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების - თამაზ ქააძის და ჯონდო ქოჩიშვილის მიმართ.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორიშუამდგომლობა  დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულებს თამაზ ქააძის და ჯონდო ქოჩიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თამაზ ქააძიეს და ჯონდო ქოჩიშვილს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. ,, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით”.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  გამოყენებული იძულების საპროცესო ღონისძიება - დაკავება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა გაუქმებულიყო და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად უნდა გამოყენებულყო გირაო, რადგანაც ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ ბრალდებული გამოძახებისას ცხადდებოდა გამოძიების ორგანოში, ის დაკითხული იყო საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, დაკავების დღეს გამოცხადდა პროკურორთან და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მისი მიმალვისა და მტკიცებულების განადგურების შესაძლებლობის მოტივით.  შესაბამისად, პროკურატურას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული პირიბრალდებულის სახით დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულების დაკავება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიცემული ჰქონდა ჩვენება, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლის,თუ დაბარებისას არგამოცხადების ფაქტს, სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხისა და მტკიცებულების განადგურების ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულების თამაზ ქააძისა და ჯონდო ქოჩიშვილის დაკავების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თამაზ ქააძისა და  ჯონდო ქოჩიშვილის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდა, გათავისუფლდნენ სხდომათა დარბაზიდან, და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ გირაო 2000 ლარი. ასევე ბრალდებულებს თამაზ ქააძესა და ჯონდო ქოჩიშვილს დაეკისრათ პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია