quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების არსებითი დარღვევის გამო ბრალდებული გათავისუფლდა დაკავებიდან

09-07-2013

2013 წლის 8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ნასამართლობის მქონე  ბრალდებულ ამირან სინჯარაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე და ამირან სინჯარაძე  დაკავებიდან გაათავისუფლა.

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2013 წლის 05 ივლისს ამირან სინჯარაძემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა  2488 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში. 

 

სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, დაადგინა რომ ბრალდების წარდგენისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ ამირან სინჯარაძისათვის  ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას და შესაბამისად პირი ექვემდებარება სავალდებულო დაცვას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული და ამირან სინჯარაძისთვის ბრალდების წარდგენა მოხდა დამცველის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულის მიმართ სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევის გამო, ამირან სინჯარაძე გათავისუფლდა დაკავებიდან. 

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 14 აგვისტოს 13:30 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია