quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა

09-07-2013

2013 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ. საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ შპს ”სტუდია მაესტრო”, შპს ”ტელეიმედი” და შპს ”მეცხრე არხი”.

 

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის  2013 წლის 11 აპრილის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის თანახმადაც ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”  უარი ეთქვა შპს ”სტუდია მაესტროს”, შპს ”ტელეიმედის” და შპს ”მეცხრე არხის” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე. ასევე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ აღნიშნული ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის დავალებას.

 

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით განმარტა, რომ 2013 წლის 27 აპრილს ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისათვის  უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე , რაზეც  შპს ”სტუდია მაესტრომ”, შპს ”ტელეიმედმა” და შპს ”მეცხრე არხმა” უარი განაცხადეს. აღნიშნულის გამო,  მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ამ ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მოთხოვნით, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. კომისიამ აღნიშნული განცხადება არ დააკმაყოფილა.

 

მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ დაეთანხმა სარჩელში წარმოდგენილ მოთხოვნებს და მიიჩნია, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც მათი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება კანონიერია და მიღებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, აღნიშნულ კომპანიებზე არ ვრცელდება საქართველოს საარჩევნო კოდექსივალდებულება შუალედური არჩევნების დროს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის უფასო პოლიტიკური სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით,  ვინაიდან ხსენებული კომპანიები  წარმოადგენენ ეროვნულ მაუწყებლებს, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვების ვალდებულება ენიჭება ადგილობრივ მაუწყებლებს. 

 

სასამართლომ შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან შპს ”სტუდია მაესტროს”, შპს ”ტელეიმედის” და შპს ”მეცხრე არხის” მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს ტერიტორია და შესაბამისად, ისინი წარმოადგენდნენ ეროვნულ და არა ადგილობრივ მაუწყებლებს, ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული აქტი კანონიერია, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის დავალების საფუძვლები.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან  14 დღის ვადაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია