quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გივი არაბიძე და ზესტაფონის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

10-07-2013

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, ბრალდებულები კახა გეწაძე და გივი არაბიძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილი. გამოძიება კახა გეწაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზებაში, ხოლო გივი არაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავებოდა. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გივი არაბიძემ იმ დროისათვის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატის კახა გეწაძის ახლობლის, ფილიმონ ღაღანიძისათვის უპირატესობის მისაღებად, სახელმწიფო შესყიდვების წესის განხორციელების დებულების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეასრულა კახა გეწაძის დავალება და 2010 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათზე არ დააფიქსირა დასრულებულად სატენდერო წინადადებების მიღება, დაგვიანებით მიიღო ფილიმონ ღაღანიძის განაცხადი, რითაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელს, მონაწილეობა მიეღო ტენდერში შპს "ბახტურიძე და კომპანიის" სახელით, ამის შედეგად ფილიმონ ღაღანიძემ კონკურენტ კომპანიასთან გამართულ ვაჭრობაში გაიმარჯვა ორ ლოტში და გაუფორმდა ხელშეკრულება. საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია