quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

10-07-2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა იძულებით გადაადგილებული პირების მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნაზე წერილობითი თანხმობის წარდგენასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-1256-1220(კ-10)).

 

მოსარჩელეები გ. და დ. თ-ი 2008 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენდნენ. მოსარჩელეებმა "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის 145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობა 2009 წლის იანვრის ნაცვლად, 2009 წლის ივნისიდან მიიღეს, ვინაიდან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის აუცილებელი პირობა იყო გ. და დ. თ-ების მიერ სამინისტროსათვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე წერილობითი თანხმობის წარდგენა.

 

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლის ნებისა და მისი მიზნის სწორი განმარტებისათვის საჭირო იყო ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო პენსიის დანიშვნის და საარსებო შემწეობის დანიშვნის წესი და პირობები.

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში კანონმდებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პენსიის დანიშვნის სავალდებულო პირობას განცხადების წარდგენა წარმოადგენდა და კომპეტენტური ორგანოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნებოდა მხოლოდ განცხადების წარდგენის დღიდან. "სოციალური დამხარების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო შემწეობა უნდა მისცემოდათ 2009 წლის იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. კანონმდებელს საარსებო შემწეობის დანიშვნის სავალდებულო პირობად არ განუსაზღვრავს საარსებო შემწეობის მიმღები სუბიექტების მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენა.

 

საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ "სოციალური დამხარების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იძულებით გადაადგილებული პირების მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნაზე წერილობითი თანხმობის (სადაც აგრეთვე აღინიშნება ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ წერილობითი თანხმობის დაგვიანებით მოპოვება და შემდგომ, აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება არ შეიძლება გამხდარიყო საარსებო შემწეობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საარსებო შემწეობის თანხების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირებზე უნდა განხორციელებულიყო 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზემოაღნიშნული ოჯახის რომელიმე წევრი საბიუჯეტო ორგანიზაციაში ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას ან სხვა მიზეზით ოჯახი უარს განაცხადებდა საარსებო შემწეობის მიღებაზე.

 

იხ. გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სრულად

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია