quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დავით გოგოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა რუხაია ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად

10-07-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის დადგენილებით დავით გოგოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა რუხაია ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად.  სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით თითოეულს 400 ლარის გადახდა დააკისრა.

 

სასამართლომ განიხილა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები ქ. თბილისში, ’’დინამო არენას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე. საქმეში წარმოდგენილი დაკავების ოქმების თანახმად,  დ. გოგოხია, ი. ჩხვირკია და ლ. რუხაია იგინებოდნენ მოქალაქეების მისამართით, არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის მოწოდებას წესრიგის დაცვისკენ და შეეცადნენ სავალი გზის გადაკეტვას.

 

სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს , კერძოდ,  ადმინისტრაციული დაკავებისა და მომხდარი ფაქტების ამსახველ ვიდეო-მასალებს, რის საფუძველზეც დადასტურებულად მიიჩნია დავით გოგოხიას, ირაკლი ჩხვირკიასა და ლაშა რუხაიას მხრიდან  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია