quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნიკოლოზ ჩომახიშვილი და თორნიკე ჩიქოვანი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად

10-07-2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 ივლისის დადგენილებით ნიკოლოზ ჩომახიშვილი და თორნიკე ჩიქოვანი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით  1000-1000 ლარის გადახდა დააკისრა. 

 

სასამართლომ განიხილა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახნიჯების ფაქტზე.  საქმის მასალების მიხედვით, ნიკოლოზ ჩომახიშვილმა და თორნიკე ჩიქოვანმა განათავსეს პლაკატი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ტერიტორიაზე მდებარე ილიასა და აკაკის ძეგლზე, რის გამოც ისინი დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით.

 

სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებს და დაადგინა, რომ სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზ.N10/ლესია უკრაინკას #2-ში განთავსებულ შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტულური მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რაც შეეხება ილიასა და აკაკის ძეგლს მას დამოუკიდებელი სტატუსი არ აქვს, თუმცა მოთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილის მოქმედება, რომელიც იცავს ”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში შემავალ ობიექტებს და მათზე განხორციელებული ქმედებისათვის გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა">ჯარიმა 1000 ლარია. შესაბამისად, ნიკოლოზ ჩომახიშვილი და თორნიკე ჩიქოვანი ზემოხსენებულ ტერიოტორიაზე ჩადენილი ქმედებების გამო, დაჯარიმდნენ 1000-1000 ლარით.

 

სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია