quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან

24-07-2013

2013 წლის 24 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის - მარინა დუშმანაშვილის მიმართ.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორიშუამდგომლობა  დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულის მარინა დუშმანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მარინა დუშმანაშვილს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით: "თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ".

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  გამოყენებული იძულების საპროცესო ღონისძიება - დაკავება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა გაუქმებულიყო და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად უნდა გამოყენებულიყო გირაო, რადგანაც ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ ბრალდებული გამოძახებისას გამოცხადდა გამოძიების ორგანოში, ის დაკითხული იყო საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, დაკავების დღეს გამოცხადდა პროცესის მწარმოებელ ორგანოში და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მისი მიმალვის შესაძლებლობის მოტივით. შესაბამისად, პროკურატურას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული პირიბრალდებულის სახით დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულების დაკავება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლას, მისი დაბარებისას არ გამოცხადების ფაქტს - სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულის მარინა დუშმანაშვილის დაკავების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მარინა დუშმანაშვილის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდა, იგი გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 15000 ლარის ოდენობით. დამატებით ბრალდებულ მარინა დუშმანაშვილს დაეკისრა პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია