quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მეხუთე სს საქმის არსებითად განხილვა 25 აგვისტოს დაიწყება

23-08-2013

2013 წლის 23 აგვისტოს დასრულდა ნაფიც  მსაჯულთა  შერჩევის სხდომა  ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას მიმართ.

 

ბრალდებულების ვლადიმერ და რამაზ ქარჩავების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განიხილება არსებითად ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა რამაზ ქარჩავამ შერჩევის სხდომაზე უარი განაცხადა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე, ხოლო ვლადიმერ ქარჩავამ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, კერძოდ, პროცესზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პროცესში მის მონაწილეობას ხელს არ უშლიდა.

 

დღევანდელ სხდომაზე  განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილა 2013 წლის 25 აგვისტოს, 10 საათზე დაიწყება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია