quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

31-10-2013

2013 წლის 29 ოქტომბერსთბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ოთარ მ.- მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მას ბრალად ედებოდა გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არაერთგზის.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ გაიზიარა სასჯელი">განსასჯელის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა პირიდამნაშავედ ცნობისათვის საკმარის საფუძველს. სასამართლოს პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და არ იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, რამდენადაც დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებები ურთიერთშეუსაბამო  იყო და ერთსა და იმავე შემთხვევას განსხვავებულად აღწერდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია