quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა შედგა

01-11-2013

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას და სხვათა საქმის პირველი ზეპირი მოსმენით განხილვა შედგა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შემოტანილია ბრალდების მხარის მიერ. საქმე ეხება ბრალდების სამ ეპიზოდს: ე.წ სენაკის, ვაზიანის და აბესაძის ეპიზოდებს.

საქმეში არსებული მასალების სიმრავლიდან გამომდინარე, პროცესზე მხოლოდ მხარეთა შესავალი სიტყვის მოსმენა გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმის განხილვა 11 ნოემბერს გაგრძელდება.

საქმის მასალებით, ბაჩანა ახალაიას ბრალი ედებოდა: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ორი ეპიზოდის ჩადენაში. (საქართველოს სსკ-ს  333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით).

აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში, აქედან ერთი ჩადენილი სიცოცხლისათვის  ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (საქართველოს სსკ-ს  25-ე მუხლით და  143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით), ხოლო მეორე ჩადენილი  ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ს  25-ე  მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით) და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ (საქართველოს სსკ-ს  25-ე მუხლით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩანა ახალაია  გაამართლა.

რაც შეეხება სხვა პირებს, ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე საქალაქო სასამართლოს მიერ  უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,”ა” და ,”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში.  მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ხოლო, ბრალდებულ ზურაბ შამათავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის  ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით (პაატა პაატაშვილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ასორმოცი საათის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

 

 

 

 

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია