თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორმა კახი ყურაშვილმა მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის საბაკალავრო პროგრამის საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებს საშუალება ექნებათ პრაქტიკა და სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიარონ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მამუკა ახვლედიანი სტუდენტებს შეხვდა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. სასამართლოს თავჯდომარემ მათ შეკითხვებს უპასუხა და ყურადღება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.
|