Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლოს დებულება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ

12-03-2025

 

 

                                                                                                                                        დამტკიცებულია                                                                                                                                                  
                                                               ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის
                                                                                   
                                                                                      
2024 წლის  31 დეკემბრის №12  ბრძანებით 

ამბროლაურის  რაიონული სასამართლოსა  და ონის                                                           მუნიციპალიტეტებში  მაგისტრატი სასამართლოს დებულება                                                                                                    პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1.მიზანი

1. ამ დებულების მიზანია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოსა და ონის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში (შემდგომში სასამართლო) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების, დაცვა.

2. ეს დებულება მიღებულიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების განმტკიცებისა და ამ უფლების პატივისცემაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტური სხელშეწყობის მიზნით.

3. ამ დებულებაში გამოყენებული შესაბამისი ტერმინები განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით.

 

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ამ დებულების მოქმედება ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, იმ მონაცემთა არა ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება.

2. სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზეპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის გავრცელება წესრიგდება ამდებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და მართლმსაჯულების ჯეროვანი ადმინისტრირების უზრუნველყოფისა და განმტკიცების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ მოქმედებს სასამართლოს საქმიანობაზე, თუ პირის პერსონალური მონაცემები სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავების ფარგლებში მუშავდება.

4. მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნების, ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების, მათ შორის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, ადამიანის უფლებების სამართლის კვლევაზე ორიენტირებული  საქმიანობის, სასამართლო სტატისტიკის ანალიზისა და სხვა ანალიტიკური, აგრეთვე, სასამართლოს სხვა ცალკეული საქმიანობის განხორციელების მიმართ მოქმედებს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი. სასამართლოს სხვა ცალკეულ საქმიანობაში მოიაზრება ღონისძიებების, ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებისა და საქმიანობათა კატეგორიების ისეთი ერთობლიობა, რომელიც უშუალოდ არ მიემართება სამართალწარმოების განხორციელებას, თუმცა, თავისთავად გამომდინარეობს მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებისა და ზოგადი პრინციპებისგან. 

თავი II

მონაცემთა დამუშავების კანონიერება

 

 მუხლი 3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

1. სასამართლო საკუთარ საქმიანობას წარმართავს მონაცემთა დაცვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებული პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ინტეგრირებულია ადმინისტრაციული ან/და მმართველობითი ფუნქციების განხორციელების პროცესებში.

2. სასამართლოში პირის პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, გამჭვირვალედ, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად.

3. სასამართლოში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. მონაცემთა შემდგომი დამუშავება მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებლად არ მიიჩნევა, მაშინ როდესაც:

) სასამართლოს მიერ მონაცემები მუშავდება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებისთვის და ასეთი დამუშავება გათვალისწინებულია კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

) სასამართლო მონაცემებს ამუშავებს საჯარო ინტერესების შესაბამისად არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის,  „მართლმსაჯულების განხორციელებისა და საჯარო ინტერესების შესაბამის მიზნებში“ იგულისხმება ისეთი საქმიანობა, რომელიც სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავების ფარგლებს არ მიეკუთვნება და უშუალოდ სასამართლოს ადმინისტრაციულ ან/და მმართველობით ფუნქციებში შედის, მაგრამ, თავისი არსით, მიემართება საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციულ მოწყობას. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დასაცავად მიღებული უსაფრთხოების სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გათვალისწინებით, სასამართლო იტოვებს ამ კატეგორიის მონაცემთა ხანგრძლივად შენახვის უფლებამოსილებას.

5. სასამართლოში პირის პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა მოცულობასა და მისაღწევ მიზნებს შორის თანაზომიერება დაცულია.

6. სასამართლოში  დამუშავებას დაქვემდებარებული ყველა მონაცემი ნამდვილი და ზუსტია. შესაბამისი საჭიროების ან იმ შემთხვევაში თუ პირის შესახებ სასამართლოში დაცული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, ისინი შესაძლებელია დაექვემდებაროს გასწორებას, წაშლას ან/და განადგურებას გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. მონაცემთა სუბიექტის უფლებამონაცემთა გასწორების, განახლების ან/და შევსების შესახებ დაცულია.

7. სასამართლოში პირის პერსონალური მონაცემები შენახულია მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, სასამართლო უზრუნველყოფს მათ წაშლას, განადგურებას ან შენახვას დეპერსონალიზებული ფორმით.

8. სასამართლოში მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დანერგილია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათშორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საჭიროება განისაზღვრება მხოლოდ დაკისრებული ფუნქციების და საქმიანობის ფარგლებში.

9. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მიზნები, პროპორციულობა, ნამდვილობა, შენახვის ვადები და შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, შესაძლებელია განსხვავდებოდეს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის საგნობრივი სფეროების მიხედვით და ისინი, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება ამ დებულებით.

 

      მუხლი 4. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

1. სასამართლოში პირის პერსონალური მონაცემები მუშავდება ერთ-ერთი ან რამდენიმე შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არსებობისას, თუ:

) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

) დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

)დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

) დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

ვ) დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

) დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, მართლმსაჯულების განსახორციელების მიზნებისთვის;

) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათშორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

ი) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად.

 

მუხლი 5. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება

1. სასამართლოში უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიები და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მინიმუმ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთიან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;

) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;

) თუ ასეთი დამუშავება აუცილებელია მართლმსაჯულების განხორციელების მიზნებისთვის, რომელიც განისზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;

) თუ ასეთი დამუშავება აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.

თავი III

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

 მუხლი 6. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად.

2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და მიიღოს ამ მონაცემების ასლებიპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული პერსონალურ მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოსკანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.

6. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მოითხოვოს მონაცემთა გადატანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად.

7. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს ვალდებულებები, მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღების და მის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევებში, განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 7. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

1. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. მონაცემთა სუბიექტის ამ დებულების მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ვ) ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს  გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.

4. მონაცემთა სუბიექტის ამ დებულების მე-6, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა შესაბამისი მუხლებით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც, ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.

5. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისა და მის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ამბროლაურის რაიონული სასამართლოს.

 

მუხლი 8. გასაჩივრების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

 

თავი IV

ამბროლაურის რაიონული სასამართლოსა  და  ონის    მუნიციპალიტეტის                                    მაგისტრატი სასამართლოს ვალდებულებები

 

მუხლი 9.მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციის აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინება

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომლებიც მომდინარეობს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკიდან.

მუხლი10. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში

1. სასამართლო ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, მონაცემთა შეგროვებამდე ან შეგროვების უშუალოდ დაწყებისთანავე.

2.       მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა:

) დებულების სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტი ამ ინფორმაციის წერილობით მიღებას ითხოვს;

) აგრეთვე, დამუშავების კონტექსტის გათვალისწინებით, ამ დებულების შესახებ ინფორმაციის სასამართლოს შენობაში მონაცემთა სუბიექტისათვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებში განთავსებით, სადაც თვალსაჩინო და აღქმადი წარწერით მიეთითება მონაცემთა დამუშავების პირობების შესახებ, რომელშიც ინტეგრირებულია დებულების სრულ ტექსტზე ან მის ცალკეულ ნაწილზე, დამატებითი ძალისხმევის გარეშე, დაუბრკოლებლად წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის საყოველთაოდ აღიარებული ტექნიკური საშუალებები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, სასამართლო მონაცემთა სუბიექტს მიაწვდის შემდეგ ინფორმაციას:

) ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის) საკონტაქტო ინფორმაციას;

) მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;

) ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ მონაცემთა მიწოდება სავალდებულოამონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციაიმის შესახებ, რომ მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების დასადებად;

) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;

) ასეთის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მონაცემთა მიმღებთა კატეგორიები;

) მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შესახებ, მათ შორის, მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გეგმავს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემას;

) მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის ზოგადი კრიტერიუმების თაობაზე;

) მონაცემთა სუბიექტის ამ დებულებითგათვალისწინებული უფლებების შესახებ.

 

მუხლი11.მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება

1. ამბროლაურის რაიონული სასამართლო (ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი) არ არის ვალდებული მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს  ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე აცნობოს, მის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება და ამ მონაცემთა მოპოვების წყარო, მათ შორის, მოპოვებულ იქნა თუ არა მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან, იმ შემთხვევაში თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:  ) მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს ასეთ ინფორმაციას;    ) მონაცემთა შეგროვება ან გამჟღავნება დადგენილია კანონით ან საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

) ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას;                        ) ასეთი ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან შეუძლებელს გახდის მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის (მიზნების) შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამბროლაურის  რაიონული სასამართლოში დანერგილია სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.

 

მუხლი 12. მონაცემთა უსაფრთხოება

1. სასამართლოში  მონაცემთა დასაცავად მიღებულია სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების აღსაკვეთად, მონაცემთა დაკარგვის, უკანონო დამუშავების, მათ შორის, განადგურების, წაშლის, შეცვლის, გამჟღავნების ან გამოყენების პრევენციის მიზნით.

2. ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების სახეობა (მათ შორის, მონაცემთა ფსევდონიმიზაცია, მონაცემებზე წვდომის აღრიცხვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები, როგორიცაა კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა და ..) და მისი მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპთან შესაბამისობა განისაზღვრება სასამართლოს გამგებლობის სფეროში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სპეციფიკის მიხედვით, მონაცემთა კატეგორიები, მათი მოცულობის, დამუშავების მიზნის, ფორმის, საშუალებები, უპირატესად, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, ამბროლაურის რაიონული სასამართლო, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად აფასებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, მათ ქმედითობას, აგრეთვე, უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ადეკვატური ზომების მიღებაან/და არსებულის განახლება.

4. ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების შემუშავების, ცვლილებისან/და განახლებისას, მხედველობაში მიიღება მათი იმპლემენტაციის ხარჯები არაპროპორციულადდიდძალისხმევ, რესურსების ან/და დრო საჭიროების თვალსაზრისით.

5. ავტომატური და ნახევრად ავტომატური ფორმით დამუშავებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება, მათ შორის, ინფორმაცია ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), და კავშირებისა და წაშლის თაობაზე, ექვემდებარება აღრიცხვას. არაავტომატური ფორმით დამუშავებული მონაცემების გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება, მათ შორის, ინციდენტების შესახებ ინფორმაცი, ექვემდებარება აღრიცხვას.

6. ნებისმიერი უფლებამოსილი მოხელე, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში ან რომელსაც აქვს მონაცემებზე წვდომა, ვალდებულია, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.

 

მუხლი 13. ინციდენტის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება

1. ინციდენტთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის მართვა, ადმინისტრირება და კოორდინირება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონით და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. ამბროლაურის რაიონული სასამართლო ვალდებულია აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

3. სასამართლო იღებს გონივრულ ზომებს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის ინციდენტის მართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აგრეთვე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს დაუყოვნებლივ აცნობოს ინციდენტის ან ინციდენტის დადგომის გონივრული რისკის შესახებ არსებული ნებისმიერი ხელშესახები ინფორმაცია.

4. თუ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ერთიანად და სრულად მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არათანაზომიერ ძალისხმევას, ამბროლაურის რაიონული სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ჩართულობით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში, ეტაპობრივად ახდენს ამ ინფორმაციის მიწოდებას.

5. იმ შემთხვევაში თუ ინციდენტის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის (მონაცემთა სუბიექტების) ინფორმირება, ინციდენტის გარემოებების, სავარაუდო ზიანის ან/და მონაცემთა სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის წარდგენილი შეტყობინების თანახმად, შეტყობინების დამაბრკოლებელი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის უზრუნველყოფილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ინციდენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამბროლაურის რაიონული  სასამართლოსთან ურთიერთშეთანხმებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოსკანონის 30-ე მუხლისმე-3 პუნქტით დაცული ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება შეიცავს სასამართლოს მითითებას, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კანონმდებლობით დაცული სასამართლოს უფლებამოსილების სფეროში შემავალი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.

 

მუხლი 14. ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება

1. თუ ინციდენტი მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო ვალდებულია, ინციდენტის აღმოჩენიდან პირველი შესაძლებლობისთანავე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აცნობოს მონაცემთა სუბიექტს ინციდენტის შესახებ, აგრეთვე, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაცია:

) ინციდენტისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების ზოგადი აღწერა;

) ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო/დამდგარი ზიანის, მის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ან სხვა პირის საკონტაქტო მონაცემები.

2. თუ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება არაპროპორციულად დიდ ხარჯებს ან ძალისხმევას მოითხოვს, სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას გაავრცელებს საჯაროდან სხვა ისეთი ფორმით, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება არ წარმოიშობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მაშინ როდესაც მიღებულია შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რომლის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი საფრთხე.

 

მუხლი 15. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება

1. სასამართლო ვალდებულია, მონაცემთა დამუშავების პროცესის დაწყებამდე ან მისი ცვლილების/განახლების შემთხვევაში, განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება იმ შემთხვევაში თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე.

2. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონითადა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულების წარმომშობი გარემოებების დადგენის კრიტერიუმებსა და მისი შეფასების განხორციელების წესების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

3. მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებისას, სასამართლო ქმნის შესაბამის წერილობით დოკუმენტს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო, მონაცემთა დამუშავების პროცესის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, განაახლებს მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში წარმოშობილი რისკების გათვალისწინებით.

 

მუხლი 16. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესსაბჭო განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერსასამართლოებისთვის, მათ შორის, ამბროლაურის რაიონული  სასამართლოსთვისაც, რომლის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სასამართლოს ვებ-გვერდზე.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, საკუთარი ფუნქციების განხორციელების პროცესში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს:

) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, სასამართლოს (ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის) თანამშრომელთა ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;

) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე სასამართლოს (ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;

) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;

) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, სასამართლოს (ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის) წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

) სასამართლოს (ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის) მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თავისი საქმიანობაში დამოუკიდებელია დაემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, მონაცემთა დაცვის სფეროში აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონს და სხვა სამართლებრივ აქტებს.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი სათანადოდ არის ჩართული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსებითა და ინფორმაციით.

5. სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დროებითი არ ყოლისას ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტისას, ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვოს სხვა პირი.

თავი V

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესები                                                      შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით

 

მუხლი 17. ვიდეო მონიტორინგის განხორციელება

1. ვიდეომონიტორინგის (ვიდეო მეთვალყურეობის) განხორციელების წესების მიზანია სასამართლოს,  როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ვიდეომონიტორინგის განხორციელების პროცესშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად, ვიდეომონიტორინგის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი მიზნისა და მოცულობის, ხანგრძლივობის, ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის, მათი შენახვისა და განადგურების წესისა და პირობების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმების განსაზღვრის გამჭვირვალე პროცედურების დადგენა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ვიდეომონიტორინგი გულისხმობს სასამართლოში  განთავსებული და დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების ერთობლიობას, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა.

3. სასამართლოში ვიდეომონიტორინგი ხორციელდება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად:

) დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი გამოვლენის მიზნით;

) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით

) პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით;

) სასამართლოში წესრიგის დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართალდარღვევის გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით;

) სასამართლოს შენობის/ეზოს (მისი გარე პერიმეტრის) და მასში მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;

) სასამართლოს შენობასა და ეზოში (და მის გარე პერიმეტრში) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

) სასამართლოს შენობაში სტუმრებისა და დამთვალიერებლების დაშვების დადადგენილი წესით გადაადგილების პროცესის წარმართვის მიზნით;

) აგრეთვე, სასამართლოს გამგებლობის სფეროში შემავალი სხვა საჯარო ან/და სხვა ლეგიტიმური ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნით.

4. ვიდეომონიტორინგი ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, დამონტაჟებული კამერების მეშვეობით გადმოცემული ვიზუალური გამოსახულების შემცველი ინფორმაციის სისტემატური კონტროლის გზით, რომელიც მოიცავს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს შენობის შიდა  და გარე პერიმეტრს, მათშორის, მისაღებ სივრცეებ, დერეფნებს, შემოსასვლელსა და გასასვლელს, ეზოს და ავტოსადგომს, კერძოდ:

) სასამართლოს მანდატური, ვიდეომონიტორინგის შედეგის პირდაპირი ტრანსლირების შედეგად, რეალურ დროში ახორციელებს მოქალაქეთა მისაღების, სასამართლო დარბაზების სივრცის, სასამართლოს ეზოს, ავტოსადგომის, გარეპერიმეტრის, ადმინისტრაციული ნაწილის შესასვლელის და ამავე ნაწილის შიდა დერეფნების ვიდეომეთვალყურეობას;

ბ) სასამართლოს მენეჯერი ვიდეომონიტორინგის შედეგის პირდაპირი ტრანსლირებით, რეალურდროში, ახორციელებს მოქალაქეთა მისაღების, სასამართლო დარბაზების სივრცის, სასამართლოს ეზოს, ავტოსადგომის, გარეპერიმეტრის, ადმინისტრაციული ნაწილის შესასვლელის და ამავე ნაწილის შიდა დერეფნების ვიდეომეთვალყურეობას.

5. ვიდეო ჩანაწერები ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტის“ და სასამართლოს შენობაში განთავსებულ სერვერებზე 20 (ოცი)  დღის ვადით და ვიდეოკამერის მოცულობის ამოწურვის შემდეგ, ახალი ჩანაწერის გაკეთება ხდება ძველზე გადაწერის გზით - რაც იწვევს ძველი ჩანაწერების ავტომატურ წაშლას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეოკამერების ჩანაწერებთან წვდომა ხდება მხოლოდ რეალურ დროში, სასამართლოს მენეჯერისა და მანდატურის   მიერ, ხოლო, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეოკამერების ჩანაწერებთან წვდომა ხდება როგორც რეალურ დროში, ასევე, შესაძლებელია ვიდეოკამერის ჩანაწერის ნახვა და გადახვევა სასამართლოს მენეჯერი ან/და (მორიგე) მანდატურის მიერ, ხოლო  სხვა მოწყობილობაზე ჩაწერა სასამართლოს მენეჯერის მითითებით ქსელის ადმინისტრატორის მიერ. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, ვიდეოკამერების ჩანაწერებთან წვდომა ენიჭება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროს ინჟინერს,  სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმატიზაციის და კავშირგაბმულობის განყოფილების მთავარ სპეციალისტს ან/და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ქსელის ადმინისტრატორს.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოკამერები დაკავშირებულია სასამართლოს მენეჯერისა და მანდატურის  კომპიუტერულ მოწყობილობებთან, კერძოდ:

) უზრუნველყოფილია ვიდეო მონიტორინგის სისტემის და სერვერის ფიზიკური უსაფრთხოება: ოთახი, რომელშიც განთავსებულია სერვერი, დაცულია 24 საათის განმავლობაში, მასში დაიშვებიან მხოლოდ სასამართლოს მენეჯერი, მანდატურები და ტექნიკური ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროსი ინჟინერი, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმატიზაციის და კავშირგაბმულობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ან/და ქსელის ადმინისტრატორი. სასამართლოს ადმინისტრაციულ ნაწილში დამონტაჟებული და სერვერთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობა განთავსებულია მენეჯერის და  მანდატურის  სამუშაო ოთახში(ფოიეში);

) სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ახდენს სასამართლოს მენეჯერის და მანდატურის    სამსახურებრივი კომპიუტერის IP მისამართის დაშვებას იმ სერვერებთან, რომელიც დაკავშირებულია ვიდეოკამერებთან (სისტემაში შესასვლელად ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი).

8. შესაძლებელია, ვიდეო ჩანაწერები - მათზე წვდომის ან დათვალიერების მიზნით - გამჟღავნდეს ან მესამე პირს გადაეცეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების არსებობისას, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოკამერების გადახვევა და სხვა ფაილზე ჩაწერა შესაძლებელია სასამართლოს მენეჯერის ან მის მიერ განსაზღვრული პირის თანხმობით ქსელის ადმინისტრატორის მიერ. განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შემდეგ, ამოღებული ჩანაწერის განადგურების ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც აღნიშნული ქმედება განახორციელა.

10. ვიდეო მონიტორინგის სისტემისა და ვიდეო ჩანაწერების უკანონო ხელყოფის, მისი შემთხვევითი გამჟღავნებისა და გამოყენებისაგან დაცვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გათვალისწინებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეო კამერების ჩანაწერებთან უკანონო წვდომის ფაქტის გამოვლენისა და პრევენციის, აგრეთვე, უკანონო წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ახდენს იმ მომხმარებლის იდენტიფიცირებას და შენახვას („ლოგირება“), რომელსაც ელექტრონულად ჰქონდა წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებთან („წვდომის დრო და მომხმარებლის სახელი“). აღნიშნული მონაცემები ინახება სამი წლის ვადით, თუ სახეზე არაა მონაცემების შენახვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

11. ვიდეოკამერების ჩანაწერებთან არაავტორიზებული წვდომის ან ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ატყობინებს სასამართლოს მენეჯერს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს. ვიდეოჩანაწერების სერვერებთან არაავტორიზებული წვდომის ან ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, სასამართლოს მენეჯერი აღნიშნულის შესახებ ატყობინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

12. აკრძალულია ვიდეომონიტორინგის შედეგის რეალურ დროში, პირდაპირი ტრანსლირების ფოტო ან ვიდეო გადაღება ან მისი შინაარსის სხვაგვარი ფიქსაცია. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხის მგებლობას.

13. ვიდეოკამერების რაოდენობისა და რეჟიმის ცვლილებას ახდენს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მენეჯერის თანხმობით.

14. სასამართლოში პირადი სამუშაო პროცესის/სივრცის ვიდეომონიტორინგი არ ხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას გარდაუვალია ვიდეომონიტორინგის გზით კონტროლირებად სივრცეში მოხვედრა.

15. სასამართლო შენობაში, მის ეზოსა და გარე პერიმეტრზე განთავსებულია თვალსაჩინო გამაფრთხილებელი ნიშანი ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ.

 

მუხლი 18. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შენობაში (სამუშაო ადგილზე) შესვლისა და გასვლის აღრიცხვის მიზნით

1. შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით სასამართლოს მოხელეთა მხრიდან შინაგანაწესის დაცვის ზედამხედველობის განსახორციელებლად, წარმოებს მატერიალურად შემუშავებული აღრიცხვის რეესტრი, რომელშიც მითითებულია თანამშრომელთა სახელი და გვარი შენობაში შესვლისა და გასვლის ზუსტი დრო და ხელმოწერა.                                                                                               

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან ერთ წელს, რომლის გასვლის შემდეგაც ეს მონაცემები ნადგურდება.

3. ამ ინფორმაციის შენახვა ხდება შესაბამისად საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას და მათზე წვდომა მხოლოდ სასამართლოს მენეჯერს.

 

მუხლი 19. სასამართლოს მანდატური

1. მანდატური  ვალდებულია, დაამუშავოს პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე,  სასამართლოს უსაფრთხოების, აგრეთვე, შენობის შიდა და გარე პერიმეტრისა და შენობაში შესვლისა და გასვლის კონტროლის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.

2. სასამართლოს  ადმინისტრაციულ ნაწილში აკრძალულია უცხო პირთა დაშვება სათანადო საშვის(ნებართვის) გარეშე. საშვს(ნებართვას) სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლის ან მენეჯერის ნებართვით გასცემს სასამართლოს მანდატური.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არაავტომატური ფორმის რეესტრი ინახება ერთი წლის ვადით, რომლის შემდეგაც იგი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ისინი ინახება საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას და მათზე წვდომა მხოლოდ მენეჯერს და მანდატურს აქვს.

4. სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოს შენობაში შესვლის მსურველი პირის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დროებით შენახვას პირის სასამართლოს შენობიდან გასვლის მომენტამდე და აწარმოებს იარაღის დაბრუნების დამადასტურებელი ხელწერილების არაავტომატურ რეესტრს, რომელშიც აისახება ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელის სახელი და გვარი, იარაღის სერია, ხელწერილის გაფორმების თარიღი. რეესტრი ინახება სასამართლოს მანდატურთან   და მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები.

 

მუხლი 20. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საჯარო ინფორმაციის გაცემისას

1. ინფორმაციის თავის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესში,  ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ, პირის პერსონალურ მონაცემთა ამსახველი იმ ინფორმაციის გარდა, რომელიც მომდინარეობს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის (მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ამბროლაურის რაიონული სასამართლოს უარის თაობაზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის) შინაარსის ინდივიდუალური თავისებურებებიდან, შესაძლებელია დაამუშავოს პირის შესახებ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი (დასახელება), პირადი ნომერი (რეგისტრაციის ნომერი), ელ.ფოსტა, მობილურის ნომერი ან/და პირის ხელმოწერა.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დამუშავების პროცესის ორგანიზების მიზნით, შექმნილია ნახევრად ავტომატური ან მატერიალური? ფორმის ინდივიდუალური რეესტრი, რომელშიც აღირიცხება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით (მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ამბროლაურის რაიონული სასამართლოს უარის თაობაზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებული) არსებულ პერსონალურ მონაცემთა ამსახველი ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ უკავშირდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნახევრად ავტომატური ან მატერიალური?  ფორმის ინდივიდუალური რეესტრი ინახება ერთი წლის ვადით, შესაბამისი საჭიროების არსებობის შემთხვევაში კი, მისი შენახვა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ დამატებით ერთი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი გადაეცემა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს არქივს, რომელიც ამ ინფორმაციას ინახავს საჯარო ინფორმაციაზე გაცემული პასუხების შენახვისთვის განსაზღვრული ნომენკლატურით გათვალისწინებული ვადით, რომლის შემდეგაც იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრები) არსებულ პერსონალურ მონაცემთა ამსახველი ინფორმაციის შენახვა ხდება შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებითა და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილ მატერიალურ და ელექტრონულ ფაილურ სისტემაში, საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას და მათზე წვდომა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, ხოლო შემდგომ, არქივის შესაბამის თანამშრომლებს აქვთ.

მუხლი 21. სასამართლო კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები  

1. სასამართლოს  სტრუქტურაში მოქალაქეთა მომსახურების და მათთან კომუნიკაციის პროცესის გამართულ ფუნქციონირებას და ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები   ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი.  

2. სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები   ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი, საკუთარი ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად, პირის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ნახევრად ავტომატური ან/და არაავტომატური საშუალებებით, მათ შორის, სასამართლოში მატერიალური ან/და ელექტრონული სახით შემოსული  კორესპონდენციების მიღება-რეგისტრაციის უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და სხვა ტიპის კორესპონდენციის აღრიცხვისა და გადამისამართების, აგრეთვე, შემოსული დოკუმენტაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის დროულად გადაცემის მიზნით.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული დამუშავების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ფაილური სისტემის სახით შექმნილია ნახევრადავტომატური და არაავტომატური ფორმის სპეციალური რეესტრი მონაცემთა დამუშავების იმგვარი პროცესის აღსარიცხად, რომელიც არ უკავშირდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებას ან წარმოადგენს განცხადებას საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე.

4. პერსონალურ მონაცემთა სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით დამუშავების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ახდენს სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების    თანამშრომელთა ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

5. სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები    ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ რეესტრში, არაავტომატური ფორმით აღრიცხავს ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა განმცხადებლის ვინაობა, განცხადების შემოსვლის თარიღი, განცხადების მიღების საშუალება და განცხადების ობიექტის ზოგადი აღწერილობა.

6. სასამართლოში მატერიალური სახით შემოსული კორესპონდენციის მიღება-რეგისტრაციის უზრუნველყოფისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დამუშავებასთან ერთად, დამატებით ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლის გადაღება, ელექტრონული სახით კორესპოდენციის მიღების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიღებული მონაცემების აღრიცხვას მატერიალურად შექმნილი რეესტრში.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტი ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული და სხვა ტიპის განცხადებების აღრიცხვის და გადამისამართების პროცესში მიმდინარე მონაცემთა დამუშავებზე, იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ დებულების 22-ე მუხლით.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნახევრად ავტომატური და არაავტომატური ფორმის სპეციალური ინდექსირებული რეესტრი ინახება ერთი წლის ვადით, შესაბამისი საჭიროების არსებობის შემთხვევაში კი, მისი შენახვა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ დამატებით ერთი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის მიმღებ სისტემაში ასახული ინფორმაცია ინახება ერთიწლის ვადით, რომლის შემდეგაც იგი ნადგურდება.

10. სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების    ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის  ფუნქციონირების პროცესში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა ამსახველ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ამავე სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ მოხელეებს აქვთ და ასეთ მონაცემთა შენახვა ხორციელდება:

) შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით, აგრეთვე, პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილ მატერიალურ და ელექტრონულ ფაილურ სისტემაში;

) დაცულ ადგილას განთავსებულ ელექტრონულ მოწყობილობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის მიერ სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების  უფლებამოსილი მოხელეების ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის  წვდომის უზრუნველყოფით (სისტემაში შესასვლელად აუცილებელია მომხმარებელი და პაროლი);

) კონკრეტული სამსახურებრივი კომპიუტერის IP მისამართის იმ სერვერებთან კავშირი, რომლითაც ელექტრონული სახით შემოსული კორესპონდენციის მიმღებ სისტემაში ხდება უფლებამოსილ მოხელეთა ზოგადი დაშვება, უზრუნველყოფილია სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებებით. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ახდენს იმ მომხმარებლის/IP მისამართის იდენტიფიცირებას და შენახვას („ლოგირება“), რომლითაც ხორციელდება სისტემაში შესვლა. აღნიშნული პროცესის და შესაბამისი სერვერების ტექნიკურ-ორგანიზციულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი.

11. სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის მიზანია ასევე სასამართლოში სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და დასრულების შემდგომ, საქმეთა და კორესპონდენციის ბრუნვის პროცესის კოორდინაციის, წარმართვის, საარქივო, სტატისტიკური, საფოსტო და საკურიერო მომსახურების უზრუნველყოფა.

12. კანცელარია ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი  ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში პირის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ავტომატური ან/და ნახევრად ავტომატური საშუალებებით და საქმიანობის საგნობრივი სფეროების შესაბამისად, ქმნის ფაილური სისტემის შემცველ მონაცემთა რეესტრებს ან თავად ინტეგრირდება ასეთ სისტემაში.

13. საფოსტო მომსახურების ფარგლებში, კანცელარია ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი ახდენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული გზავნილების/კონვერტების იმგვარი მონაცემების საფოსტო მომსახურების კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში შეტანას ან/და დარეგისტრირებას და საამისოდ განსაზღვრულ რეესტრებზე ხელმოწერის შემდეგ ფოსტის წარმომადგენლებისათვის ადრესატებისთვის გადაცემის მიზნით ჩაბარებას, როგორიცაა ადრესატი (მაგ., სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ.ფოსტა, მისამართი, მობილურის ნომერი), გამგზავნი პირის დასახელება და თარიღი. შესაბამის პორტალზე ხორციელდება მხოლოდ გამგზავნი სუბიექტისა და რეგისტრატორის დასახელების იდენტიფიცირება. დამუშავებული რეესტრების შენახვა ხდება საფოსტო მომსახურების სივრცეში, შესაბამისად გამოყოფილ ადგილას და 2 წლის შემდეგ არქივისათვის გადაუცემლად ექვემდებარება განადგურებას.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საფოსტო მომსახურების კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული გზავნილების ამსახველი რეესტრები ექვემდებარება დახარისხებას, რომელიც შეიცავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით საფოსტო მომსახურების კომპანიის მიერ მინიჭებულ შტრიხ კოდს, ადრესატსა და გაგზავნის ადგილს, კორესპოდენციის ნომერსა და უფლებამოსილი მოხელის შესაბამის სახელსა და გვარს. ამასთანავე, ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, რეესტრის ასლები ინახება კანცელარიისა და საფოსტო მომსახურების კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში. დამუშავებული რეესტრების შენახვა ხდება საფოსტო მომსახურების სივრცეში, შესაბამისად გამოყოფილ ადგილას და 2 წლის შემდეგ არქივისათვის გადაუცემლად ექვემდებარება განადგურებას.

15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული საფოსტო მომსახურების კომპანიის  ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული ჩაბარებული და სხვადასხვა მიზეზის გამო უკან დაბრუნებული გზავნილების ამსახველი რეესტრები ექვემდებარება დახარისხებას, საფოსტო მომსახურების სივრცეში გამოყოფილ ადგილას დროებით განთავსება/შენახვას  და 2 წლის შემდეგ არქივისათვის გადაუცემლად განადგურებას.

16. სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული განსაზღვრული გზავნილების/კონვერტების პერსონალური მონაცემები (მაგ., ადრესატი, გამგზავნი პირის დასახელება და თარიღი ან/და უფლებამოსილი თანამშრომლის დასახელება) შეიტანება ფაილური სისტემის ელქტრონულ საცავში და შესაბამის რეესტრზე ხელმოწერის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება კურიერებისათვის გადაცემა შესაბამისი ადრესატებისთვის გზავნილების გადაცემის მიზნით. დამუშავებული რეესტრების შენახვა ხდება საფოსტო მომსახურების სივრცეში, შესაბამისად გამოყოფილ ადგილას და ორი წლის შემდეგ არქივისათვის გადაუცემლად ექვემდებარება განადგურებას.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული კურიერების მიერ ჩაბარებული გზავნილების ამსახველი რეესტრები გადაეცემა უფლებამოსილ თანამშრომელს მისი დახარისხების, აგრეთვე, საფოსტო მომსახურების სივრცეში გამოყოფილ ადგილას დროებით განთავსება/შენახვის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული რეესტრები ნადგურდება ორი წლის ვადაში არქივისათვის გადაუცემლად.

18. საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოდან გასული კორესპოდენციის ამსახველი რეესტრის წარმოებისას მუშავდება ისეთი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა ადრესატის და გამგზავნი პირის დასახელება და თარიღი. მონაცემთა უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გათვალისწინებით, გასაგზავნი წერილის დალუქული კონვერტის ასლზე დაიტანება მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერა და თარიღის მინიჭება მისთვის ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით.

19. კორესპოდენციის შინაარსზე არამართლზომიერი წვდომის გამორიცხვის მიზნით, ნებისმიერი ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დოკუმენტბრუნვის გამართული განხორციელების მიზნით, თუმცა, აუცილებლად საჭიროებს წერილის შინაარსის გაცნობას, შეთანხმდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ თანამშრომელთან. დამუშავებული რეესტრების შენახვა ხდება საფოსტო მომსახურების სივრცეში, შესაბამისად გამოყოფილ ადგილას და 2 წლის შემდეგ არქივისათვის გადაუცემლად ექვემდებარება განადგურებას.

20. საარქივო საქმიანობის მიზანია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ საქმის წარმოებით დამთავრებული/დასრულებული დოკუმენტების მიღებისა და აღრიცხვის წარმოება, ნომენკლატურით დადგენილი წესის შესაბამისად.

21. სასამართლოს კანცალარიისა და მოქალაქეთა მისაღები   ან/და მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი  ახორციელებს სასამართლოში შემოსული და განხილული საქმეების/საჩივრების შესახებ ინფორმაციის სტატისტიკურ ფორმებში აღრიცხვას და სტატისტიკის წარმოებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შექმნილი სტატისტიკური ფორმების მიხედვით. აღნიშნულ პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება სტატისტიკური მიზნებისთვის, არ მიიჩნევა მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებლად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

22. სასამართლოში ფუნქციონირებს საქმის გასაცნობი სივრცე, რომელშიც საქმის მასალებთან წვდომის საფუძველია პირის განცხადება. პროცესის ადმინისტრირების მიზნით, სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი არაავტომატურ რეესტრში აღრიცხავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით შემოსული განცხადების ნომერს და ავტორის სახელს და გვარს. რეესტრი ინახება ერთი წლის ვადით.

 

მუხლი 22. სამეურნეო მიმართულების კოორდინაცია

1. სამეურნეო მიმართულების სპეციალისტი(მენეჯერი) უზრუნველყოფს სასამართლოსთვის გამოყოფილი სამეურნეო რესურსის და მომსახურების ეფექტიანი ადმინისტრირების ხელშეწყობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ფაილური სისტემის სახით შექმნილია ნახევრად-ავტომატური და არაავტომატური ფორმის რეესტრები საქმიანობის საგნობრივი სფეროების შესაბამისად მონაცემთა დამუშავების იმგვარი პროცესის აღსარიცხად, რომელიც არ შედის სასამართლოში სამართალწარმოების მიზნითმონაცემთა დამუშავების პროცესში.

3. სამეურნეო მიმართულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები ახორციელებენ მონაცემთა იმგვარი კატეგორიების დამუშავებას, როგორიცაა - სახელი/გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელ.ფოსტა, საბანკო ანგარიშის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ხელმოწერა - შემდეგი ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად:

) სასამართლოს თანამშრომელთათვის მცირე ფასიანი ნივთების გადაცემა (რეესტრში მიეთითება თანამშრომლის სახელი და გვარი);

) თანამშრომელთათვის ძირითადი საშუალებების სარგებლობაში გადაცემა (მიეთითება შენობის შესაბამისი ოთახის ნომერი);

) თანამშრომელთათვის პორტატული კომპიუტერის დროებით სარგებლობაში გადაცემა (მიეთითება თანამშრომლის სახელი და გვარი, ხელმოწერა);

) სასამართლოსთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მართვა (იწარმოება გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების რეესტრი, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით);

ე) სასამართლოში ქსეროასლის გადაღების და ასევე, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამომთხოვი პირისთვის დაკისრებული მოსაკრებლის რეესტრის წარმოება და სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი შენატანების განხორციელება (მოთხოვნის ავტორის სახელი, გვარი/დასახელება).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემები ინახება საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლოს ნომენკლატურით დადგენილი ვადის განმავლობაში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება შესაბამისი (ფიზიკურიან/დასხვა) ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილ მატერიალურ ან/და ელექტრონულ სისტემაში, საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას და მათზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს.

 

მუხლი 23. ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფა

1. სასამართლოში  ადამიანური რესურსების მართვასა და სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი, რომლის მიზანია სასამართლოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვა, მოხელეთა მხრიდან შინაგანაწესის დაცვის კონტროლი, მოხელეთა შეფასებისა და გამოსაცდელი ვადის მართვა, პროფესიული საჭიროებებისგან საზღვრისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, კონკურსის პროცესის ორგანიზება, საკადრო აღრიცხვის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული და სხვა ბრძანებების, ასევე, სხვა სახის დოკუმენტაციის წარმოება.

2. სასამართლოს მენეჯერი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროცესში, პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ავტომატური ან/და ნახევრად ავტომატური საშუალებებით და საკუთარი ფუნქციების შესაბამისად, ქმნის ფაილური სისტემის შემცველ მონაცემთა რეესტრებს ან თავად ინტეგრირდება ასეთ სისტემაში.

3. სასამართლოს მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების წარმოებისას ხდება პირის შესახებ პერსონალური მონაცემების, კონკრეტულ პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი ინფორმაციის ან მონაცემთა ისეთი კატეგორიების დამუშავება, როგორიცაა მატერიალური და ელექტრონული ფორმით არსებული პირადი საქმის დოკუმენტები: პირადობის მოწმობა, დიპლომი, C/V (მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტა), ფოტოსურათი, კადრები საღრიცხვის ფურცელი, დანიშვნის, გადაადგილების, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების შესახებ ბრძანებები, ინფორმაცია ანაზღაურების შესახებ, ნასამართლობის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, ცნობები სამუშაოს შესახებ ან შრომის წიგნაკი, საავადმყოფო ფურცელი, ცნობა სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სერტიფიკატები, საჯარო მოსამსახურის ფიცი, ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის შესახებ და ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ.

4. საარქივე პირადი საქმეების წარმოებისას ხდება პირის შესახებ პერსონალური მონაცემების, კონკრეტულ პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი ინფორმაციის ან მონაცემთა ისეთი კატეგორიების დამუშავება, როგორიცაა ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ფორმაN100), ქონებრივი დეკლარაციის ჩაბარების ცნობები, ზოგადი ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, შრომის წიგნაკები, ავტობიოგრაფია, მოხსენებითი ბარათები, დახასიათებები, ინფორმაცია ატესტაციის გავლის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ან/და ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაეცეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია ან/და პერსონალური მონაცემი ინახება ნომენკლატურით გათვალისწინებული ვადით.

7. სტაჟიორთა და სასწავლო პრაქტიკის გამვლელ პირთა პირადი საქმეების წარმოებისას ხდება პირის შესახებ პერსონალური მონაცემების, კონკრეტულ პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი ინფორმაციის ან მონაცემთა ისეთი კატეგორიების დამუშავება, როგორიცაა პირადობის მოწმობა, დიპლომი ან ცნობა სასწავლო დაწესებულბიდან, C/V (მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტა), პირის ფოტოსურათი, დანიშვნის, გათავისუფლების შესახებ ბრძანებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია ან აზღაურების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნასამართლობის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, ცნობები სამუშაოს შესახებ, სერტიფიკატები, მონაცემები საბანკო ანგარიშის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირადი საქმეები ინახება სტაჟიორის ან სასწავლო პრაქტიკის გამვლევ პირთა მიერ სტაჟირების დასრულებიდან ხუთი წლის განმავლობაში, რომლის შემდეგაც იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ინტეგრირებულია საჯარო სამსახურის ბიუროს სპეციალურ ელექტრონულ პორტალში, რომელშიც ხორციელდება ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში საშტატო ნუსხის საფუძველზე შემუშავებულ სტრუქტურაში დაქვემდებარებებისა და პოზიციური კავშირების ფიქსაცია და მიმდინარეობს პირადი საქმეების ელექტრონულად წარმოება, მათ შორის, სახელის, გვარის, პირადი ნომრის, მისამართის, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის, დანიშვნისა და დაწინაურების შესახებ ინფორმაციის მითითებით.

10. სასამართლოს მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის დახმარებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდზე კომპეტენციას მიკუთვნებული მასალის გამოქვეყნება/განახლებისას, ახორციელებს პირის შესახებ ისეთი პერსონალური მონაცემების დამუშავებას როგორიცაა: ინფორმაცია ორგანიზაციის სტრუქტურის შესახებ ხელმძღვანელი და მმართველი თანამდებობის პირების მითითებით, აპარატის სამსახურებრივი საკონტაქტო ნომრები და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი სხვა სახის ინფორმაცია.

11. ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსების მართვის პროცესში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რელევანტური პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის გაზიარებაც ხდება საჯარო სამსახურის ბიუროსთან და ინახება ნომენკლატურით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. კონკურსის მასალები, აგრეთვე, გასაუბრების პროცესში პირის თანხმობით გაკეთებული აუდიო ჩანაწერი, ნადგურდება თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში კონკურსის მონაწილე კანდიდატისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

12. სასამართლოს ადმინისტრირების ფარგლებში გამოცემული ბრძანებები (მოხელეების დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების ან გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, აპარატის მოხელეთა შვებულების ან მივლინების შესახებ ბრძანებები, საერთო ხასიათის ბრძანებები ან/და სხვაორგანიზაციული ხასიათის ბრძანებები) შესაძლებელია შესატყვისი კონტექსტის გათვალისწინებით ინახებოდეს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით ფაილური სისტემის შესაბამის რეესტრებში.

13. სასამართლოს ადმინისტრირების ფარგლებში გამოცემულ ბრძანებებზე წვდომა განისაზღვრება სამსახურებრივი იერარქიის, ფუნქციური ან/და კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი საჭიროების გათვალისწინებით და მათზე წვდომა შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარეს, სასამართლოს მენეჯერს, აგრეთვე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, კომპეტენციის ფარგლებში - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს. მათი შენახვა და განადგურება ხდება ბრძანების სახეობის ან/და მოწესრიგების საგნის გათვალისწინებით, ნომენკლატურით დადგენილი წესის შესაბამისად.

14. სასამართლოს მენეჯერი ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით, ახორციელებს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოში მიღებული პირის შესახებ პერსონალურ მონაცემთა კატეგორიის შემცველი იმგვარი ინფორმაციის დამუშავებას როგორიცაა, სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი. ამ ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა აქვს სასამართლოს მენეჯერს, ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს და იგი ინახება ხუთი წლის ვადით მას შემდეგ, რაც მოხდება ამ პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

15. სასამართლოს მენეჯერი სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი ცნობის გაცემისას, დაამუშავებს პირის შესახებ ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაკავებული პოზიციის, დასაქმების ხანგრძლივობისა და ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი და იგზავნება დანიშნულებისამებრ.

16. სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების მომზადებისას, პირის პერსონალურ მონაცემთა ამსახველი იმ ინფორმაციის გარდა, რომელიც გამომდინარეობს მოთხოვნის შინაარსის ინდივიდუალური თავისებურებებიდან, შესაძლებელია დაამუშავოს პირის შესახებ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი (დასახელება), პირადი ნომერი (რეგისტრაციის ნომერი), ელ.ფოსტა, მობილურის ნომერი ან/და პირის ხელმოწერა.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ინახება ერთი წლის ვადით, შესაბამისი საჭიროების არსებობის შემთხვევაში კი, მისი შენახვა შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ დამატებით ერთი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი გადაეცემა სასამართლოს არქივს, რომელიც ამ ინფორმაციას ინახავს ნომენკლატურით გათვალისწინებული ვადით, რომლის შემდეგაც იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით და დგენილი წესის შესაბამისად.

18. სასამართლოს მენეჯერი, სასამართლოში ორგანიზაციული კომუნიკაციის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, ახორციელებს შიდა ქსელურ სისტემაში აპარატის თანამშრომელთა შესახებ ისეთი ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდება/განახლებას, როგორიცაა აპარატის თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა.

19. სასამართლოს მენეჯერი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი მოწმობების დამზადებისა და აღრიცხვისას, აგრეთვე,  პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის, შრომითი ხელეშეკრულებით დასაქმებული პირებისა და სტაჟიორებისათვის დროებითი საშვის მათთვის გადასაცემად დამზადებისას, ახორციელებს პირის შესახებ მონაცემთა ისეთი კატეგორიების დამუშავებას როგორიცაა პირის სახელი, გვარი, შესაბამისი პოზიცია, ფოტოსურათი და მინიჭებული ნომერი.

20. სასამართლოს მენეჯერი დაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით, დაზღვევის მსურველ თანამშრომელთა თანხმობის საფუძველზე, ამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო ინფორმაცია და მათ უგზავნის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ამ დებულებით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.

21. ამ მუხლით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება შესაბამისი (ფიზიკური ან/და სხვა) ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებით და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილ მატერიალურ ან/და ელექტრონულ სისტემაში, საამისოდ გამოყოფილ, შესაბამის დაცულ ადგილას.

 

მუხლი 24. სასამართლოში შექმნილი თემატური კომისიები და სამუშაო ჯგუფები

1.მოცემული დებულება ვრცელდება სასამართლოში შექმნილი თემატური კომისიების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.

2. კომისიის ან სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური მიზანი და მონაცემთა შენახვის ვადა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით.

მუხლი 24. სასამართლოს ვებგვერდი

1. ამბროლაურის  რაიონულ სასამართლოს აქვს ვებ-გვერდი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტექნიკურ-ორგანიზაციული მხარდაჭერის საფუძველზე.

2. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებთან შესაბამისობას მონაცემთა დაკარგვის, უკანონო ან/და არასწორი გამოყენებისა და არა უფლებამოსილ პირთა წვდომის გამორიცხვის მიზნით - უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურული ერთეულები.

3. ამ მონაცემებზე სასამართლოს უფლებამოსილი მოხელეების წვდომა განისაზღვრება მხოლოდ მათი ფუნქციური საჭიროების შესაბამისად, ხოლო, მესამე პირთათვის მათი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თავიVI

დასკვნითი დებულებები

მუხლი 25. დებულების ამოქმედება

1. ეს დებულება ამოქმედდეს 2024 წლის 31 დეკემბრიდან.

2. სასამართლოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონს უკუძალა არაქვს.

3. ამ დებულების მე-16 და მე-17 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 01 ივნისიდან.

 

მუხლი  26. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები

1.       სასამართლო თავისუფლდება:

) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც  სასამართლოში 2024 წლის 1 მარტამდე განთავსდა.

) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან იმ გამაფრთხილებელ ნიშნებთან მიმართებით, რომლებიც სასამართლოში 2024 წლის 1 მარტამდე განთავსდა.

)„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან იმ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით, რომელიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავებისთვის და შეიქმნა 2024 წლის 1 მარტამდე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტისქვეპუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა როდესაც 2024 წლის 1 მარტის შემდეგ ეს პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად განახლდა და ასეთი ვალდებულების შესრულება სასამართლოების არაპროპორციულ და გადამეტებულ ტვირთს არ აკისრებს.

3. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის გაცემასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრებასაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 27. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც არ ვრცელდება სასამართლოს მიმართ

1. სასამართლოს საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, მასზე არ ვრცელდებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 34-ემუხლი.

2. სასამართლოს  საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, მასზე არ ვრცელდებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 26-ე მუხლი.

3. სასამართლოს საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, მასზე არ ვრცელდებაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 35-ე მუხლი. იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს მონაცემთა დამუშავებას განახორციელებს თანადამმუშავებელთან ერთად, ამ დებულებაში ცვლილებები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია