Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

iusticiis umaRlesi sabWosa da sasamarTloebis sisitemaSi staJirebis gavlis wesi

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/28-2006 გადაწყვეტილება, 2006 წლის 10 მარტი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

1.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში (შემდგომში - სასამართლო) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2.
ამ წესით გათვალისწინებული დებულებები გამოიყენება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (შემდგომში - საბჭო) სტაჟირების გავლის შემთხვევაში.

მუხლი 2.

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, საბჭო და სასამართლო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

მუხლი 3.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
) სტაჟირება - სასამართლოს აპარატში (სტრუქტურულ ერთეულში) ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურების გარეშე საქმიანობა;
) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას;
)კანდიდატი - პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად წარდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.

თავი II. სტაჟიორის სტატუსი

მუხლი 4.

1.
სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს:
) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია;
) დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
2.
სტაჟიორი, როგორც წესი, მიიღება გასაუბრების საფუძველზე. სტაჟიორთა მიღება შეიძლება განხორციელდეს ასევე კონკურსის წესითაც.

მუხლი 5.

1.
კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების კომისია (შემდგომში - კომისია).
2.
კომისია კანდიდატებიდან არჩევს საუკეთესო მონაცემებისა და შედეგების მქონე პირებს და ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის მიზანშეწონილობის თაობაზე, თანაბარი ხმების შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის თავმჯდომარის ხმას.
3.
სასამართლოში კანდიდატის დანიშვნას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით. ხოლო საბჭოში სტაჟირების გავლის შემთხვევაში - საბჭოს მდივანი.

მუხლი 6. 

1.
სასამართლოში სტაჟირების გავლის თაობაზე განაცხადის წარდგენისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
2.
საბჭოში სტაჟირების გავლის შემთხვევაში განაცხადი წარედგინება საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

მუხლი 7.

1.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.
2.
განსაკუთრებულ შემთხვევაში სტაჟირების ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვით. გადაწყვეტილებას სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე იღებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით. 
3.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.

მუხლი 8.

სტაჟიორთა რაოდენობა, როგორც წესი, სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-.

მუხლი 9. 

1.
სტაჟიორის სასამართლოში მიღებისას იხსნება მისი პირადი საქმე.
2.
სტაჟიორის პირადი საქმის წარმოება და მისი შემდგომი კონტროლი ევალება სასამართლოს იმ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის კომპეტენციაშიც შედის საკადრო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება.


თავი III. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 10.

1.
სტაჟიორს უფლება აქვს:
) სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში;
) გაეცნოს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომლებიც მოცემულ სფეროს განეკუთვნება და მიღებული ცოდნა გამოიყენოს დაკისრებული შესრულებისას.
2.
სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.

მუხლი 11.

1.
სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება კომისიის თავმჯდომარის წინაშე იმავე სასამართლოს სხვა სტრუქტურულ ერთეულში ან სხვა სასამართლოში გადაყვანის შესახებ.
2.
კომისიის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი სტუქრურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.

მუხლი 12

1.
სტაჟიორი მოვალეა:
) გაეცნოს საერთო სასამართლოების მარეგლამენტირებელ კანონმდებლობას და მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებისას იხელმძღვანელოს შესაბამისი სამართებრივი აქტებით.
) დადგენილ ვადებში შეასრულოს სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ყველა დავალება.
2.
სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარის ან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით.

მუხლი 13.

1.
სტაჟიორი ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს და იმყოფებოდეს სასამართლოს შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოხელეთა სამსახურში გამოცხადებისა და ყოფნის დროისათვის.
2.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტაჟიორისათვის სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს სასამართლოში გამოცხადებისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმი. 
3.
ხელწერილი ამ წესისა და სასამართლოს შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.


თავი IV. სასამართლოს მოვალეობები

მუხლი 14.

სასამართლოს ადმინისტრაცია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

მუხლი 15.

1.
სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 
2.
სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

მუხლი 16.

სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სასამართლოს თავმჯდომარეს სისტემატურად ან წინასწარ დადგენილ ვადაში ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.


თავი V. სტაჟირების კომისია

მუხლი 17.

1.
სტაჟიორების შერჩევის მიზნით იქმნება შესაბამისი სასამართლოს სტაჟირების კომისია.
2.
სტაჟირების კომისია, როგორც წესი, შედგება კომისიის თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან.
3.
კომისიის თავმჯდომარეს საბჭოს მდივნის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭო. კომისიის წევრებს საბჭოს მდივანთან შეთნხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე.
4.
კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია კომისიის სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი საამართლოს თავმჯდომარე.
5.
საბჭოს სტაჟირების კომისია იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 18. 

1.
კომისია, როგორც წესი, გასაუბრებას აწყობს წელიწადში ორჯერ.
2.
გადაწყვეტილებას გასაუბრების გადადების შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.
3.
კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრებასთან ერთად შეიძლება ჩატარდეს ტესტირებაც.


თავი VI. სტაჟირების გავლის სხვა პირობები

მუხლი 19.

1.
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
) სტაჟირების პერიოდში სასამართლოში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა ან დაგვიანებით გამოცხადება;
) დავალების შეუსრულებლობა;
) სასამართლოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება;
) საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და სასამართლოს დისკრედიტიზაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი;
) პირადი განცხადება; 
) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
2.
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.

მუხლი 20.

საბჭოსა და საერთო სასამართლოებში ამ წესის შესაბამისად სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმის წარმოების დეპარტამენტი. დეპარტამენტი ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ იმფორმაცია მიაწოდოს საბჭოს მდივანსა და კომისიის თავმჯდომარეს.

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია