Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

 ჩვენს შესახებ

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

ამბროლაურის რაიონული სასამართლო - პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ამბროლაურის რაიონული ( გაერთიანებული)  სასამართლო და  მისი სამოქმედო ტერიტორია  განისაზღვრა ამბროლაურისა და ონის  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები. მართსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ონის რაიონში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მართლსაჯულებას ახორციელებს 1 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 11 საჯარო მოსამსახურე.

ამბროლაურის რაიონული სასამართლო განთავსებულია ქ. ამბროლაურში, მ. კოსტავას ქუჩა №13-ში.

შენობა სასამართლოს გადაეცა 2006 წლის 15 მაისს. ამავე წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და 2007 წლიდან სასამართლომ მუშაობა გააგრძელა განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით  აღჭურვილ სივრცეში.

სასამართლოს შენობა არის ორსართულიანი. პირველ სართულზე მდებარეობს 2 სხდომის დარბაზი, სადაც ყველა კატეგორიის საქმე განიხილება, შენობის პირველ სარტულზე ასევე განთავსებულია მოქალაქეთ ა მისარები, არქივისა და ბადრაგის ოთახები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და  სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

 

ონის მაგისტრატი სასამართლო

ონის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ. ონში, დ. აღმაშენებლის ქუჩა 17-ში.

შენობა სასამართლოს გადაეცა 2009 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2010 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და ონის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში.

შენობის პირველ სართულზე განტავსებულია მოქალაქეთა მისღები, არქივისა და საქმეთა გასაცნობი ოთახები, ხოლო მეორე სართულზე სხდომათა დარბაზი, მოსამართლისა  და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია