Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე

12-06-2015

 

      მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ამბროლაურის რაიონული  სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
       
სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. კონკრეტულ დავალებებს სტაჟიორი შეასრულებს სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
      
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
       
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სამომხმარებლო დონეზე კომპიუტერთან მუშაობისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
           
) საქართველოს კონსტიტუცია;    

            ),, ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონი;
           
) „საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონი;
           
) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
           
) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
           
) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
           
) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
           
) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;

            )საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს2009 წლის 9 ოქტომბრის 1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული  საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
           „
დაქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

   დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ambrolauris რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში ( მისამართი:. ambrolauri, m. kostavas ქუჩა №13)     უნდა წარმოადგინონ:
           
) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
           
) ავტობიოგრაფია  და CV;
           
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
           
) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
           
) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირის მიერ;
           
) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4); 
  
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნასამართლობის ცნობა
  
საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, 09.30 საათიდან 18.00 საათამდე.
 კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, განცხადების გამოქვეყნებიდან არაუადრეს სამი კვირისა.

 

            დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამბროლაურის რაიონული სასმართლოს სტაჟიორის კომისიის სამდივნოში მისამართზე: ქ. ამბროლაურრი, მ. კოსტავას ქ.13, ტელ: (0439) 2216 76, მობ: 577 28 52 13 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია