Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

18-03-2021

 

ამბროლაურის რაიონუმა სასამართომ საქართვეოს იუსტიციის უმაღესი საბჭოს 2020 ის 13 მარტის N1 რეკომენდაციების შესრუების უზრუნვესაყოფად, 2020 ის 16 მარტს მიიღო N7 ბრძანება -ამბროლაურის რაიონუსასამართოში (მათ შორის, ონის მაგისტრატ სასამართოებში) კორონავირუსის შესაძ გავრცეების აღსაკვეთად გასატარებე ღონისძიებების შესახებ, რომის თანახმად:

 

1. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ (მათ შორის, ონის მაგისტრატმა სასამართლომ)  უზრუნველყოს:

 

 

ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით;

 

ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

 

გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

 

დ) სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვა;

 

 

ე) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

ვ) სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა, მოქალაქეთა (მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა სასამართლოს შენობაში;

 

ზ) სასამართლოს შენობაში შესვლისას, მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით, ხელების დამუშავება;

 

თ) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის, არაუმეტეს–20 ერთეულამდე შეზღუდვა;

 

ი) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე, სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა;

 

კ) მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე;

 

ლ) სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება, მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.  

 

2. მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ მ ა :

 

ა) თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც, მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს. მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები, ან იგი ექცევა მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის რეგულაციაში;

 

ბ) სასამართლოსათვის მიმართვისას, ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით;

 

გ) შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

 

3. ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (მათ შორის, ონის მაგისტრატ სასამართლოში) დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის 1 მარტის შემდეგ, იმყოფებოდა/იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ, ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან, ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან, ან იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებიდან, ან ასეთი კონტაქტის არსებობიდან – 10 სამუშაო დღის განმავლობაში, აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება.

 

4. მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა 10 სამუშაო დღე გაატაროს თვითიზოლაციაში და აღნიშნულის დამადასტურებლად, ელექტრონულად დაარეგისტრიროს განცხადება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

 

 

სოციალური დაცვის სამინისტროში (info@moh.gov.ge). ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული

 

მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.

 

5.  ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში (მათ შორის, ონის მაგისტრატ სასამართლოში)  დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე, ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

6. ამბროლაურის რაიონულ   სასამართლოში (მათ შორის, ონის მაგისტრატ სასამართლოში) საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო (დაწყებითი საფეხური) ასაკის შვილები, სააღმზრდელო და სასკოლო დაწესებულებებში არდადეგების დასრულებამდე მიეცეს უფლება, სასამართლოს მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სამუშაო შეასრულოს ასევე დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

 

7. მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დასაქმებულების გარდა, სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში, თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად, სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.

 

8. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

9. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე, გამოცხადდეს სამსახურში.

10. მე-3 და მე-5 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.

11. სასამართლოს შენობაში მყოფმა პირებმა დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები. 

12. სასამართლოს შენობაში შესვლისას, მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავებაზე, კონტროლი განახორციელოს სასამართლოს მანდატურის სამსახურმა;

13. სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მისაღებად, მოქალაქეთა მისაღებში განთავსდეს  სპეციალური ყუთი.  

14მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ყუთი შემოწმდეს პერიოდულად (დაახლოებით ყოველ ერთ საათში), ყუთში მოთავსებული სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაციის მიზნით.

 

15. ბრძანების მოქმედება განისაზღვროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის  N1 რეკომენდაციის გაუქმებამდე. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია