Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე

24-12-2014

          ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად     

              საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი მერაბ კობახიძე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

 

2014 წლის განმავლობაში ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 7 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 6 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა ერთი მოთხოვნა, ვინაიდან ეს მოთხოვნა ეხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას. 

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების  ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

 

მერაბ კობახიძე - სასამართლოს მენეჯერი-2011 წლის 3 იანვრიდან ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება  არ გასაჩივრებულა

 

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა. 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია