Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე

29-12-2017

 

                       ამბროლაურის  რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

 

2016 წლის 10 დეკემბრიდან - 2017 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით,  12 (თორმეტი)  განცხადება შემოვიდა. 11 (თერთმეტი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - მერაბ კობახიძემ.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა. 

 

საანგარიშო პერიოდში, საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დისციპლინური სახდელი არ დასდებია.

 

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია