Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2019 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე

29-12-2019

 

ამბროლაურის  რაიონული სასამართლოს წლიური ანგარიში

                                                ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე

 

06.12.2019წ                                                                                                                        ქ. ამბროლაური

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე-სასამართლოს მენეჯერი–მერაბ კობახიძე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების, ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა  სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმიანობის გაცნობას და ა.შ.

 

2018 წლის 10 დეკემბრიდან - 2019 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით,  23 (ოცდასამი)  განცხადება შემოვიდა. 21 (ოცდაერთი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა–1.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იყო ისეთი პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, რომლის გაცემისთვის საჭირო იყო იმ პირის თანხმობა, ვისაც ეხებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

 

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა. 

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ   განცხადებაზე პასუხი მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში– ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 

 სასამართლოში არ ყოფილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ, დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.

 

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია