Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2020 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე

14-12-2020

ამბროლაურის  რაიონული სასამართლოს წლიური ანგარიში

                                                ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე

 

08.12.2020წ                                                                                                                        ქ. ამბროლაური

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე-სასამართლოს მენეჯერი–მერაბ კობახიძე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების, ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა  სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმიანობის გაცნობას და ა.შ.

 

2019 წლის 10 დეკემბრიდან - 2020 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით,  16 (თექვსმეტი)  განცხადება შემოვიდა. 14 (თოთხმეტი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, 2(ორი) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ   განცხადებაზე პასუხი მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში– ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 

 სასამართლოში არ ყოფილა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ, დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.

 

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. 

 

 

 

 

 

    ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში,

    საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 

სასამართლოს მენეჯერი                                                                                 მერაბ კობახიძე

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია