Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2022წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციაზე

30-01-2023

ამბროლაურის  რაიონული სასამართლოს წლიური ანგარიში

                                                ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე

 

07.12.2022წ                                                                                                                        ქ. ამბროლაური

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე-სასამართლოს მენეჯერი–მერაბ კობახიძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების, ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა  სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმიანობის გაცნობას და ა.შ.

2021 წლის 10 დეკემბრიდან - 2022 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით,  21 (ოცდაერთი)  განცხადება შემოვიდა. 17 (ჩვიდმეტი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, 2(ორი) განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა  2–(ორი).

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იყო ისეთი პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, რომელის გაცემისთვის საჭირო იყო იმ პირის თანხმობა, ვისაც ეხებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

საჯარო ინფორმაციასი  შესწორების შეტანის თაობაზე  მოთხოვნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ   განცხადებაზე პასუხი მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში– ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 სასამართლოში არ ყოფილა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ, დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.

            ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია