
საქმის მასალების მიხედვით, იუსუფ ლაკაევს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19.3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თემურ ბახუნტარაძეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ფირუზ წულუკიძეს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
1. ბრალდებულ იუსუფ ლაკაევის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქ/პუნქტზე.
იუსუფ ლაკაევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქ/პუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”გ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, იუსუფ ლაკაევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
იუსუფ ლაკაევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
იუსუფ ლაკაევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 13 სექტემბრიდან.
2. ბრალდებული თემურ ბახუნტარაძე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
თემურ ბახუნტარაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თემურ ბახუნტარაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას:
საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თემურ ბახუნტარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით.
თემურ ბახუნტარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
თემურ ბახუნტარაძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 13 სექტემბრიდან.
3. ბრალდებული ფირუზ წულუკიძე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ფირუზ წულუკიძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ფირუზ წულუკიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას:
საქართველოს სსკ-ის 3441-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ფირუზ წულუკიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ფირუზ წულუკიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
ფირუზ წულუკიძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 13 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
|