Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

ბათუმის საქალაქო სასამართლო


ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ 1946 წლის 15 მარტიდან შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და ამავე წელს შეიქმნა ბათუმის სახალხო სასამართლოც, რომელმაც ამ სახელწოდებით იარსება 1997 წლის ოქტომბრამდე. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ოქტომბრის №651 ბრძანებულებით, ბათუმის სახალხო სასამართლოს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ბათუმის საქალაქო სასამართლო, რომელიც 2006 წლამდე ფუნქციონირებდა ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №5-ში.

 

შენობაში, სადაც ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოა განთავსებული მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა სასტუმრო "პირველი მაისი".

 

2006 წლის 19 აპრილს ბათუმის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ბრძანებით შენობა სამსახურეობრივი ფუნქციის განხორციელების მიზნით, უვადო სარგებლობის უფლებით, გადაეცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
2006 წელსვე განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა გააგრძელა განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში შემდეგ მისამართზე: ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის ქ. 30.

 

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ფუნქციონირებს 7 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზი: 4 სისხლის და 3 სამოქალაქო-ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.  

 

სასამართლოში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სასამართლოების გაერთიანება და მაგისტრატი სასამართლოების გამართული ფუნქციონირებაა.

 

საქართვლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ბათუმის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

 

ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო


ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია ქ. ქობულეთში, თავისუფლების . N21-ში. ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო შენობა 1976 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2009  წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და ქობულეთის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში.


ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია   მოქალაქეთა მისაღები, მანდატურის ოთახი და  სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის  საქმეები, მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა შესანახი ოთახი და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ ,,საერთო სასამართლოების დეპარტამენტი”- არქივი.  


ქობულეთის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2010 წლიდან, ხოლო 2009 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან არსებულ სსიპ ,,საერთო სასამართლოების დეპარტამენტი”- არქივში. (მის: ქ. ქობულეთ, თავისუფლების . N21, ტელ: 577 28-32-68)

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია