Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ეკატერინე კულულაშვილი
ეკატერინე კულულაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1980 წლის 3 მაისს ქალაქ თელავში.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–ტექნიკურ ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით.

2002 წელს გაიარა ტრენინგი საქართველოს განათლების სამინისტროს საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში თემაზე ბავშვის უფლებათა კონვენცია.

2003-2004 წლებში სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი.

2009-2014 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები: ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დაცვისა და დავის გადაწყვეტის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თბილისის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თემაზე - საქართველოს სააპელაციო დაცვა ზეპირი და წერილობითი არგუმენტების გამოყენებით; ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში, თემა - სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბუთება; გერმანიის სასამართლო სტრუქტურა და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები (ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში); მონაწილეობა მიიღო სემინარში თემაზე - პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

2010-2013 წელს გაიარა ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სხდომის მდივნებისათვის.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2002-2004 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ასევე მუშაობდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2006-2013 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

2014-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2015-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020-2021 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

2021 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იყო ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 

2023 წლის 14 აგვისტოდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

 


აპარატი
ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2211)
ელ-ფოსტა: n.zoidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 18 სექტემბერს,  ქ. ბათუმში.

 

2004 წელს დაამთავრა ხელვაჩურის რაიონის სოფ. თხილნარის №1 საჯარო სკოლა.

 

2008 წელს დაამთავრა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

 

2008 წელს გაიარა სამთვიანი პრაქტიკა ,,იურიდულ კლინიკა-ში 

 

2008 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2009 წლის 30 მარტიდან, 2010  წლის 15 სექტემბრამდე  სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამრთლოში.

2012 წელს დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სპეციალობა მენეჯმენტი (მაგისტრის ხარისხი)

2010 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის 3 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2015 წლის 3 აგვისტოდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 
ირინე მაკარაძე
ირინე მაკარაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2211)
ელ-ფოსტა: i.makaradze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1988 წლის 13  აპრილს, შუახევის რაიონში.

 

2006 წელს დაამთავრა შუახევის რაიონ სოფელ ოლადაურის საშუალო სკოლა.

 

2010 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

2009-2010 წ.წ. გაიარა ერთ წლიანი სტაჟირების კურსი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

 

2012 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა, კერძო სამართლის მიმართულებით.

 

 

2011 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების  სხდომის მდივნა.

 

2018 წლის 1 ივნისიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

 

ჰყავს მეუღლე და ორ შვილი.

 
 
თამარ ბეჟანიშვილი
თამარ ბეჟანიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 17 თებერვალს, . ხაშურში.
1995
წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის სოფელ გომის საშუალო სკოლა.
2000
წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001 წლის იანვარში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2001-2003 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.
2003-2007
წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2006 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, სადაც უფლებამოსილებას ახორციელებდა 2009 წლის 9 სექტემბრამდე.

2009 წლის 9 სექტემბრიდან 2011 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მითითებულ პერიოდში მივლინებული იყო და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2011 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/150 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ლიკვიდირებული ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა სოხუმის და გაგრა-გუდაუთას რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/245 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სოხუმის და გაგრა-გუდაუთას რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2012 წლის 31 ოქტომბრიდან.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
ნინო კოღუაშვილი
ნინო კოღუაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2210)
ელ-ფოსტა: n.kokguashvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წლის 17 სექტემბერს ქ. ბათუმში.

2004 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №10 რუსული საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წელს დაამთავრა ინფორმატიკის სასწავლო ცეტრში კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

2008-2009 წ.წ. გაიარა ერთ წლიანი სტაჟირების კურსი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
 
2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2009 წლის  აგვისტოს თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
ნინო ფუტკარაძე
ნინო ფუტკარაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2210)
ფაქსი: (0422) 279734
ელ-ფოსტა: ni.futkaradze@court.ge

ბიოგრაფია

 

 

დაიბადა 1992 წლის 21 თებერვალს, ქალაქ ბათუმში.
1998-2009 წლებში სწავლობდა ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლაში.
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ერგეს საჯარო სკოლა.
 2014 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი  სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჟა იურისტის კვალიფიკაცია.

2014 წელს ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რაც წარმატებით დაასრულა 2017 წელს.

2013 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 24 სექტემბრამდე გაიარა სტაჟირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2014 წლის 24 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების თავმჯდომარის პირად მდივნად. 

 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 17 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად. 

2017 წლის  17 აგვისტოდან 2018 წლის 16 თებერვლამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ. 

2018 წლის 16 თებერვლიდან 2019 წლის 6 მაისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად. 

2019 წლის 6 მაისიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2019 წლის 5 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად. 

 

 

 
 
ჯუმბერ ბეჟანიძე
ჯუმბერ ბეჟანიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 1 მაის შუახევის რაიონის სოფ.ჭვანაში.
1980 წელს დაამთავრა საშ. სკოლა.
მუშაობა დაიწყო კოლმეურნეობაში.
1983 წელს ჩაირიცხა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
1990 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოყოფილი სოხუმის ფილიალის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით.
1990-1991 წლებში მუშაობდა კერძო ფირმაში იურისტად.
1992 წლიდან მუშაობდა აჭარის ა.რ. იუსტიციის სამინისტროში ჯერ კონსულტანტის, შემდეგ კი წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
1992 წლიდან დაიწყო ლექციების კურსის წაკითხვა ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ადმინისტრაციულ სამართალში.
1994 წლის 20 მაისიდან დანიშნულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ მოსამართლედ.
1999 წლის 6 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №585 ბრძანებულებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ.
1999 წლის 15 მაისიდან მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2004 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №775 განკარგულებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.
2005 წლის 6 მაისის საქართველოს პრეზიდენტის №336 განკარგულებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის №55-ე მუხლის შესაბამისად ჩამოცილებულ საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2005 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №659 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წლის 6 მაისის საქართველოს პრეზიდენტის №336 განკარგულება.
2005 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №660 განკარგულებით "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.

საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/277 გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
ნესტან მარჯანიშვილი
ნესტან მარჯანიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2212)
ელ-ფოსტა: n.marjanishvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 12 მაისს, ქ. ბათუმში.

2004 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N25-ე საჯარო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალვრის ხარისხი.

2010 წელს  დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სისხლის სამართლის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

 2012 წელს გაიარა 6 თვიანი სტაჟირების კურსი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 03 დეკემბრიდან,  2018 წლის 20 აგვისტომდე მუშაობდა  ბათუმის საქალაქო სასამართლოს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

2018 წლის 20 აგვისტოდან,  2018 წლის 01 ნოემბრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2018 წლის 01 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

 
ინეზა ტარიელაძე
ინეზა ტარიელაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2212)
ელ-ფოსტა: i.tarieladze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 18 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონში.

2002 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რ/ნი წინსვლის საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2007 წელს გაიარა სამთვიანი პრაქტიკის კურსი ,,იურიდულ კლინიკა”-ში

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2007-2008წწ  სპს ” პ. კოპალეიშვილი ო. ნაკაშიძე  და პარტნიორებში” იყო ადვოკატ- სტაჟიორი.

2008 წელს  გაიარა 6 თვიანი სტაჟირების კურსი  ბათუმის საქალაქო სასამრთლოში.

2009 წლის აგვისტოს თვიდან 2010 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

2010 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.
 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
 
ხათუნა ბოლქვაძე
ხათუნა ბოლქვაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 22 იანვარს ხულოს რაიონში.
1992 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის საშუალო სკოლა.
1992-1997 წლეში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1997-1998 წლებში მუშაობდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მასწავლებლად.
1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის აჭარის განყოფილებაში სახელმწიფო ინსპექტორად.
1999 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2005 წლის 22 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის №801 ბრძანებულებით დაინიშნა ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 10 ოქტომბრის №1/97-2005 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 07 სექტემბრის #1/185 გადაწყვეტილებით დაეკისრა ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. 2009 წლის 10 სექტემბრიდან მოვლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 


აპარატი
ნატო აბაშიძე
ნატო აბაშიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2208)

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1994 წლის 26 მაისს, შუახევის რაიონში.

2012 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის №1 საჯარო სკოლა.

2016 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა.

2018 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 30 აპრილამდე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე.

2018 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 22 მარტამდე და 2019 წლის 29 მაისიდან 2019 წლის 5 სექტემბრამდე გაიარა სტაჟირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2019 წლის 5 სექტემბრიდან მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

ჰყავს  მეუღლე და ორი შვილი.

 

 
მზექალა აბუსელიძე
მზექალა აბუსელიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2208)
ელ-ფოსტა: m.abuselidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 27 თებერვალს, . ბათუმში.

1998 წელს დაამთავრა . ბათუმის აკ. წერეთლის სახელობის 22 საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა . ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წლის 26 დეკემებრის თვიდან 2005 წლის ივლისის თვემდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად. 

2005 წლის ივლისის თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

2003 წლის 01 სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით კვალიფიკაცია აიმაღლა საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო სასწავლო ცენტრის ბათუმის ფილიალში.

2006 წლის მარტის თვეში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წლის მაისის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2009 წლის ივნისის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 

არის დასაოჯახებელი.

 
 
სალიხ შაინიძე
სალიხ შაინიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიაბადა 1966 წლის 29 დეკემბერს, ქ. ბათუმში;

განათლება:

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ხულოს რაიონის სხალთის საშუალო სკოლა;

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

სამუშაო გამოცდილება:

1984-1985 წლებში მუშაობდა აჭარის საკონსერვო კომბინატში მუშად;

1985 -1987 წლებში მოვიხადე სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში;

1987-1990 წლებში მუშაობდა ბათუმის მეცხოველეობის სანაშენე საბჭოთა მეურნეობის სამშენებლო ბრიგადაში მუშად, 1993 წლამდე კი - მემცენარეობის ბრიგადაში მუშად-მოიჯარედ;

1990 -1991 წლებში მუშაობდა ბათუმის დაცვის განყოფილებაში მცველად, მცველ-კონტროლიორად;

1993-1996 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის იურისკონსულტის თანამდებობაზე;

1996-1998 წლებში მუშაობდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის იურისტ-კონსულტანტად;

1997-1999 წლებში მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფოსტის დამტარებლად;

1999-2009 წლებში იყო შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2016 წლის თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.


აპარატი
ნათია გოგმაჩაძე
ნათია გოგმაჩაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2207)
ელ-ფოსტა: n.gogmachadze@court.ge

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1991 წლის 06 მაისს, ქობულეთის რაიონში, სოფელი გვარა

2008 წელს დაამთავრა ქობულეთის N2 საჯარო სკოლა

2012 წელს გაიარა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი.

2012 წელს გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი.

2012 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2013 წლის 01 დეკემბრიდან 2014 წლის 01 ივლისამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის პრაქტიკანტი.

2013 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოება“ 

2013-2015 წლამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოების“ მმართველო საბჭოს წევრი.

2013-2015 წლებში მონაწილეობას ღებულობდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოების“ მიერ ორგანიზებულ, ტრენინგებში სკოლის მოსწავლეებისთვის, როგორც ტრენერი. (თემები: ოჯახური ძალადობა, მობინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლაში და სამსახურში.)

2014 წელს პროფესიული განვითარების ევროპულ ცენტრში, გაიარა სამ თვიანი სასწავლო კურსი სისხლის სამართალში.

2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014 წელს - დაცული აქვს სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: დამნაშავის პიროვნების პრობლემა, კრიმინოლოგიაში.

2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 თებერვლამდე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.

2016 წლის 20 თებერვლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

 გავლილი აქვს ტრენინგები თემებზე: ,,პროცედურული  და  ძირითადი  პრინციპების  მოქალაქეობის  ახალ  კანონთან დაკავშირებით“, ,,კრიმინოლოგიის  ზოგადი  კურსში“, ,,დანაშაულის  კრიმინოლოგიური  ანალიზი, განაჩენის დასაბუთებულობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 

არის სამეცინიერო ნაშრომის ავტორი, თემაზე: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულის დეტერმინანტი“

 

 
მაკა დავითაძე
მაკა დავითაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2207)
ელ-ფოსტა: m.davitadze@court.ge

ბიოგრაფია
 
 
ირმა ტოგონიძე
ირმა ტოგონიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 18 იანვარს ქ. ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1989-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1996-2006 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

2007-2009 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტისა და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

2010-2011 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს უფროსად და აუდიტის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2012-2016 წლებში მუშაობდა შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს“ დირექტორის მოადგილედ და შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრის“ იურისტად.

2016-2017 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2003-2017 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2014 წლიდან ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო /ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალობებით, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

ყავს ორი შვილი.


აპარატი
თენგიზ ბოლქვაძე
თენგიზ ბოლქვაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2206)

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1994 წლის 08 მაისს . ბათუმში.

2013 წელს დაამთავრა ბათუმის კერძო სკოლა-ლიცეუმი ,,ნერგები''.

2017 წელს დაამთავრა . ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 2016 წელს ერთწლიანი სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

 2018 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში კურიერის თანამდებობაზე.

 2018 წლის 21 აგვისტოდან დღემდე მუშაობს მუშაობს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

 

 
მადლენა შანთაძე
მადლენა შანთაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2206)
ელ-ფოსტა: m.shantadze@courtge

ბიოგრაფია

დაიბადა 1984 წლის 15 აგვისტოს, ხულოს რაიონში

 

2001 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბრის №1 საშუალო სკოლა.

 

2006 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი).

 

2007  წელს  მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონში, შპს ,,ხელვაჩაურის სატყეო დეპარტამენტში’’ იურისტად.

 

2008 წლის მარტის თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

 

2009 წლის ივნისის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

არის დასაოჯახებელი.

 
 
ალექსანდრე გოგუაძე
ალექსანდრე გოგუაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1962 წლის 17 სექტემბერს.

1978 წელს დაამთავრა სამტრედიის N3 საშუალო სკოლა.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1981 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე მუშაობდა „საქსოფლდამზადების“ სამტრედიის რ/განყოფილების კადრების ინსპექტორის თანამდებობაზე.

1987 წელს დაინიშნა სამტრედიის რაიონის პროკურატურის სტაჟიორად.

1988 წლიდან - 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე: ამბროლაურის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; ცხაკაიას რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად; სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურორის თანაშემწედ; სამეგრელოს სამხარეო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის ხაზით უფროს თანაშემწედ; სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით უფროს თანაშემწედ;

1999 წლიდან - 2009 წლამდე იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2013 -2016 წლებში მუშაობდა ფოთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე;

2016 წლის თებერვლიდან-მაისამდე მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე;

2016 წლის 08 დეკემბრიდან - 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში.

2018 წლის 18 იანვრიდან - 2019 წლის 18 სექტემბრამდე იყო სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 4 სექტემბრის N1/197 გადაწყვეტილებით  დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
თამარ გიორგაძე
თამარ გიორგაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2213)
ფაქსი: (0422) 27-97-34
ელ-ფოსტა: t.giorgadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1990 წლის 26 ოქტომბერს, ქ. ოზურგეთში.

2007 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფ. ვაკიჯვრის საჯარო სკოლა.

2011 წელს საქართველოს იურისტთა  ასოციაციაში გაიარა საქართველოში ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი სასაწავლო სემინარი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები”

2011-2012 წლებში იურიდიულ კლინიკაში  სამოქალაქო სამართალში იყო კონსულტანტი.

2013 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2012-2013წწ. სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2013 წლის 02 ივლისიდან 2017 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2017 წლის 1 ივლისიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად.

 
თამარ ევგენიძე
თამარ ევგენიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2213)
ელ-ფოსტა: t.evgenidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 05 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახალშენი

 2008 წელს დაამთავრა  ქ. ბათუმის №6 საჯარო სკოლა  

2012 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრის  ხარისხი).

2011-2013 წწ  სტაჟირება გაიარა  ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2013 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 26 მარტამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების  სხდომის მდივნად.

2018 წლის 26 მარტიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.
 

არის დასაოჯახებელი.
 
 
ლევან ყოლბაია
ლევან ყოლბაია

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს, ქ. გალში.

2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2015 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკაში.

2001 წლის იანვარში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წლის მარტში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წლის სექტემბერში ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2005 წლის ნოემბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში).

2018 წლის 28 ივლისს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში).

2001-2005 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში სხდომის მდივნის, მოსამართლის თანაშემწის, ამავე სასამართლოს სხვადასხვა განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.

2006-2010 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლის, შემდეგომ ამავე სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

2010-2014 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციის - „დევნილთა მხარდაჭერისთვის“ თავმჯდომარის მოადგილედ.

2014-2015 წლებში მუშაობდა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურისტად.

2015-2021 წლებში მუშაობდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 


აპარატი
ციცინო მაჭარაშვილი
ციცინო მაჭარაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2216)
ფაქსი: (0422)27-97-34

ბიოგრაფია

დაიბადა  1991 წლის   02 სექტემბერს .ხაშურში;

2010  წელს დაამთავრა .ხაშურის №4 საჯარო სკოლა;

2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის აგვისტოს  თვემდე გაიარა სტაჟირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში;

2015  წლის    21ოქტომბრიდან  დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად (სტატისტიკოსისთანამდებობაზე.

 

არის დასაოჯახებელი

 
ლელა მახარაძე
ლელა მახარაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2216)
ელ-ფოსტა: l.makharadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1977 წლის 09 ივლისს ქ. ბათუმში.

1994 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №26  საშუალო სკოლა.

1999  წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997-2004 წ მუშაობდა აჭარის წამლისა და ფარმაცეფტული საქმიანობის დეპარტამენტში იურისტად.

2006 წ წარმატებით გაიარა ქ.თბილისში სამოსამართლო სწავლების ცენტრში მოსამართლის  თანაშემწის კომპლექსური სასწავლო კურსი.

2007 წ მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2007 წლის ივლისიდან 2008 წლის თებერვლამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2008 წლის 1 აპრილიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

ჰყავს ერთი შვილი.

 
 
კოტე ჭილაია
კოტე ჭილაია

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1973 წლის 3 დეკემბერს ქ. სოხუმში.

1991 წელს დაამთავრა აჩადარის საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1999-2000 წლებში იყო ადვოკატი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2000-2001 წლებში იყო იურიდიული ფირმა შპს „მაატის" სტაჟიორ-ადვოკატი.

2003 წელს იყო აფხაზეთის შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ინსპექტორი.

2003-2004 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი.

2004-2007 წლებში იყო ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომელი, მოგვიანებით გამოძიებელი.

2009-2017 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის ოფიცერი.

2017-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი.

2021 წლის ივნისიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

 


აპარატი
ხატია დევაძე
ხატია დევაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2205)
ელ-ფოსტა: kh.devadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1982 წლის 31  მაისს . ბათუმში.

 

1999 წელს დაამთავრა . ბათუმის #2 საშუალო სკოლა.

 

2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. (სამართალმცოდნეობა)

 

2005 წლის ივლისის თვიდან 2015 წლის 3 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპციალისტად.

 

2015 წლის 3 აგვისტოდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
თამარ დუმბაძე
თამარ დუმბაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2205)
ელ-ფოსტა: t.dumbadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 29 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონში.

1999 წელს დაამთავრა მახოს საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა . ბათუმის სამართლის, ეკონომიკის, ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინსტიტუტის იურდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალობით.

2008 წელს ჩააბარა კომპიუტერის კურსები ოპერატორის პროფილით.

2008 სექტემბრის თვიდან 2016 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

2016 წლის 1 ივნისიდან დღემდემუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ. 

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო ტესტირება

არის დასაოჯახებელი.

 

 
 
გულიკო კაჟაშვილი
გულიკო კაჟაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1989 წლის 17 იანვარს ქ. ხაშურში

2006 წელს  დაამთავრა აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის ისტ ფორსაისის უმაღლესი სკოლა

2008 წელს გაიარა სასწავლო კურსი ამერიკული ინსტიტუტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სწავლებაზე ჩეხეთში (პრაღა)

2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2010 წელს გაიარა სასწავლო კურსი "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები" გერმანიაში (ფრანკფურტი)

2010 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით

2012 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა

2019 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი

2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში

2019 წელს გაიარა სასამართლო მედიატორთა სასერთიფიკატო პროგრამა

2020-2021 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

 

2022 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის საავტორო სამართლის აფილირებული კურსი

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის გავლილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის კურსები ინტელექტუალურ სამართალში

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (სტატია, მონოგრაფია) ავტორი

2011 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში. ასევე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი

2021 წლიდან არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

 

დამატებითი ინფორმაცია

2010-2011 წლებში იყო სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის სპეციალისტი

2011-2012 წლებში იყო სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობათა და სამეცნიერო კვლევათა დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

2013 წელს იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი

2014 წელს იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

2015 წელს იყო ააიპ ,,აგროსერვის ცენტრის'' სახელმწიფი შესყიდვების კოორდინატორი

2015-2019 წლებში იყო შპს ,,გორგიას'' მთავარი იურისტი

2019-2022 წლებში იყო შპს ,,გორგიას'' აჭარის იურიდიული სამსახურის უფროსი 

2022 წლის მარტიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

ფლობს ინგლისურ ენას

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
პატრიცია გოგუაძე
პატრიცია გოგუაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2214)
ელ-ფოსტა: pat.goguadze@court.ge

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1994 წლის 11 ივლისს, ქედაში.

2012 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის 16  საჯარო სკოლა.

2016 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2015 წლის აგვისტოს თვიდან 2016 წლის 20 ივლისამდე სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2015 წელს გაიარა 6 თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში.

2016 წლის 21 ივლისიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით, მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 3 აპრილის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,გლობალ ლო სისტემ“-ში იურისტად.

2018 წლის 1 ივნისიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების საკითხებში) თანამდებობაზე.

 
ნინო ცინცაძე
ნინო ცინცაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2214)
ელ-ფოსტა: n.tsintsadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1983 წლის 30 ოქტომბერს ხელვაჩაურში.

 

2001 წელს დაამთავრა ქ.ბათუმის №28 საშუალო სკოლა.

 

2006 წელს დაამთავრა შოთა რუთაველის სახელობის სახელმწიფო

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

2006-2007 წლებში სტაჟირება გაიარა ქ.ბათუმის შრომის,ჯანმრთელობისა და

სოციალურ დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში.

 

2007 წელს გაიარა კომპიუტერის შემსწავლელი სამთვიანი კურსი.

 

2008 წელს გაიარა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერა და აუდიტორთა ფედერაციის აჭარის ფილიალში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სწავლების კურსი.

 

2008-2009 წლებში მუშაობდა ოფისში ,,გალტამი”, ბუღალტრის თანაშემწედ.

 

2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

 

2009 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნად.

 
 
ნინო სახელაშვილი
ნინო სახელაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1989 წლის 9 აგვისტოს ქ. ქუთაისში

2006 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა

2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი

2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა

2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით

2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი

2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში

2020-2021 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2010 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ააიპ ,,თბილისელების ადვოკატის" იურიდიული კონსულტანტი

2010 წლის აპრილიდან ივნისამდე იყო სტაჟიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში

2011 წელს იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში

2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი

2014-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი

2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე

2018-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე

2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი

2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

 


აპარატი
მირანდა თურმანიძე
მირანდა თურმანიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2218)
ელ-ფოსტა: m.turmanidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 03 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონში.

2004 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რ/ნ ახალსოფლის საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010-2011 წწ სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2011 წელს მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2011-2012 წწ მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების სხდომის მდივნად.

2016 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების სხდომის მდივნად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
სალომე ქართველიშვილი
სალომე ქართველიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2218)
ელ-ფოსტა: s.qartvelishvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წლის 18 სექტემბერს, . ქუთაისშ.

2003 წელს დაამთავრა . ბათუმის 9 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა . ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წლის 08 აგვისტოს თვიდან 2012 წლის მარტის თვემდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტად. 

2012 წლის მარტის თვიდან 2017 წლის 22 მაისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

2017 წლის 22 მაისიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

2010 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

არის დასაოჯახებელი.

 

 
 
გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1975 წელის 29 აგვისტოს.

1992 წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის დ. ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტი.

2000-2003 წლებში იყო ი/ს ,,მაია კობაიძე" საადვოკატო ბიუროს ადვოკატი.

2003-2004 წლებში იყო ,,ადვოკატთა კავშირი XXI-ის" ადვოკატი.

2004-2005 წლებში იყო ადამიანის უფლებების, პატიმართა კანონიერი ინტერესების, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის დაცვის ასოციაცია ,,ფარის" ადვოკატი.

2005-2006 წლებში იყო ამხანაგობა საადვოკატო ბიურო ,,დიკეს" ადვოკატი.

2006 წელს იყო  საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი.

2006-2007 წლებში იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2017 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018-2020 წლებში იყო ა(ა)იპ ,,ოუფენ ნეტის" იურისტი.

2021-2023 წლებში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ასპინძის მუნიციპალიტეტში.

2023 წლის მარტიდან არის ქალაქ ბათუმის მაგისტრი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
ია ბოლქვაძე
ია ბოლქვაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2215)
ელ-ფოსტა: i.bolqvadze@court.ge

ბიოგრაფია

ია ბოლქვაძე
დაიბადა 1977 წლის 5 სექტემბერს, ხულოს რაიონში.
1994 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტ-მენეჯერის სპეციალობით.
2000 წელს საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო სასწავლო ინსტისუტში გაიარა კვალიფიკაციისა და გადამზადების კურსები მეწარმეობის, საბუღალტრო აღრიცხვისა და პერსონალური კომპიუტერის ოპერატორის პროფილით.
2002 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის დამოუკიდებელი ინივერსიტეტის  სამართალმცოდნეობის სპეციალობა იურისტის კვალიფიკაციით.
2003 წელს აიმაღლა კვალიფიკაცია საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო სასწავლო ცენტრის ბათუმის ფილიალში.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2003 წელს მუშაობდა ხულოს რაიონის გამგებლის პირად მდივნად.
2003-2004 წ.წ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
სასამართლოში სხდომის მდივნად.
2004-2005 წ.წ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005 წელს მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წელს მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2006 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.  
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 
ქეთევან თურმანიძე
ქეთევან თურმანიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2215)
ფაქსი: (0422)27-97-34

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 02 ივლისს, ხელვაჩაურის რაიონში.

2010 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. თხილნარის N1 საჯარო სკოლა.

2014 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2013 წლის  ნოემბრიდან, 2015 წლის ივლისის თვემდე, სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის 21 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

 

არის დასაოჯახებელი.

 
ხათუნა ლორთქიფანიძე
ხათუნა ლორთქიფანიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 1545 (შ/ნ 2298)
ელ-ფოსტა: kh.lortqipanidze@court.ge

ბიოგრაფია

 დაიბადა 1974 წლის 22 მარტს ქობულეთის რაიონი დაბა ჩაქვში.  

1991 წელს დაამთავრა ხალას საშუალო სკოლა.

1995-2000 წელს დაამთავრა ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2002 წელს დაამთავრა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები

2003 წლიდან 2009 წლის 10 სექტემბრამდე მუშაობდა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.

2010 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

ჰყვს მეუღლე და ორი შვილი

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე1266
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია