
2014 წლის 12 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოდან შემოსული მასალები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ა.გ-ს, ა.ყ-სა და ნ.ყ-ის მიმართ, გადაცდომაზე რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლებით, წვრილმანი ხულიგნობა, რაც შემდეგში გამოიხატა: 2014 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 20.35 საათზე, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე ა.გ-ძე, ა. ყ-აძე და ნ. ყ-აძე ერთმანეთში კამათობდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ ხმამაღლა.
სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების დასაბუთებულობა და ა.გ-ძე, ა. ყ-აძე და ნ. ყ-აძე ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევებად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნათ ჯარიმა, 100-100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მასალების და მხარეთა განმარტებების ანალიზით მითითებული პირების შემხებლობა 2014 წლის 09 სექტემბერს ქ.ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ გამოიკვეთა. |