
2013 წლის 27 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე დაასრულა ბეჟან გობაძის სარჩელის განხილვა მოპასუხე სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”-ს მიმართ, საქმეში მესამე პირის, ზაზა ხალვაშის მონაწილეობით, ზაზა ხალვაშის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს 2013 წლის 12 ნოემბრის №01 დადგენილების ბათილად ცნობა.
სასამართლომ საქმის მასალების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე განმწესრიგებელ სხდომაზე მიიჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაუშვებლობის გარემოებები.
შესაბამისად შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ბეჟან გობაძის სარჩელისა გამო სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მიმართ, საქმეში მესამე პირის, ზაზა ხალვაშის მონაწილეობით, ზაზა ხალვაშის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღესი საბჭოს 2013 წლის 12 ნოემბრის №01 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. |